კეიტონიალეები
კეიტონიალეები (ლათ. Caiyfoniales) — ნამარხ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგი. ფართოდ იყო გავრცელებული ტრიასული პერიოდის II ნახევრიდან ცარცულის ბოლომდე. ჰქონდათ თათისებრ რთული ფოთოლი, რომელიც 4 ლანცეტა ფოთოლაკისაგან შედგებოდა. კუპულა ნასკვს წააგავდა და 2 მწკრივად იყო განლაგებული ღერძზე. იგი 6-12 თესლკვირტს შეიცავდა. ზოგში მტვრის მარცვლები აღმოჩნდა, რომელსაც 2 საჰაერო ბუშტი ჰქონდა.
კეიტონიალეები სანაპირო წყლების პატარა მცენარეები იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 460.