კევინ ოუენსი
კევინ სტინი (ინგლ. Kevin Steen; დ. 7 მაისი, 1984) — კანადელი რესლერი, რომელიც გამოდის WWE-ს რინგზე კევინ ოუენსის სახელით. იგი არის ყოფილი PWG-ს, AAW-ს, და ROH-ის მსოფლიო ჩემპიონი. ასევე იგი არის WWE NXT-ის ყოფილი და ამჟამინდელი WWE Raw-ის მსოფლიო ჩემპიონი.
კევინ ოუენსი | |
---|---|
დაბადების სახელი | კევინ სტინი |
დაიბადა |
7 მაისი 1984 (32 წლის) სენ-ჟან-სიურ-რიშელიე, კვებეკი, კანადა |
საცხოვრებელი ადგილი | ჰაი რიჯი, მისური, აშშ |
პროფესიონალური რესლინგის კარიერა | |
გამოცხადებული სიმაღლე | 183 [1] სმ |
გამოცხადებული წონა | 121[1] კგ |
გამოცხადებული საცხოვრებელი ადგილი | სენ-ჟან-სიურ-რიშელიე, კვებეკი, კანადა |
დებიუტი | 2000 წელს |
კარიერა რესლინგში
რედაქტირებაCombat Zone Wrestling (2004-2006, 2008)
რედაქტირებაკევინ სტინის დებიუტი CZW (Combat Zone Wrestling)-ში შედგა 2004 წლის 10 სექტემბერს შოუ High Stakes-ზე, სადაც დამარცხდა. თავდაპირველად იგი იყო გუნდში ელ ჯენერიკოსთან. 2005 წლის მაისში მან მიიღო მონაწილეობა ტურნირში "CZW Best of the Best tournament", სადაც მან მიაღწია ფინალურ სტადიას, მაგრამ დამარცხდა. აგვისტოში მან მოიპოვა CZW-ს რკინის კაცის ჩემპიონის ტიტული, რომელიც დაკარგა შოუ CZW Trapped-ზე. მას დააკლდა ზუსტად ერთი დღე იმისათვის, რომ ეტარებინა ეს ტიტული ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
Pro Wrestling Guerilla (2005-2008)
რედაქტირებაCZW-ს პარალელურად, კევინ სტინი გამოდიოდა PWG (Pro Wrestling Guerilla)-ს რინგზე. იქ მისი დებიუტი შედგა 2005 წლის მაისში. იმავე წლის 6 აგვისტოს მან მოიპოვა PWG-ს ჩემპიონის ტიტული, რომელიც წაართვა ეი ჯეი სტაილზს შოუ Zombies [Shouldn't Run]-ზე. ეს ტიტული კი მას ეჭირა 4 თვის განმავლობაში. 2006 წელს მან და ელ ჯენერიკომ აღადგინეს თავისი ალიანსი და 2007 წლის 29 ივლისს მათ შოუ Giant Size Annual #4-ზე მოიპოვეს კომპანიის გუნდური ჩემპიონების ტიტული, რომელიც ატარეს 3 თვის განმავლობაში. ტიტულების დაკარგვით გაბრაზებულმა სტინმა შექმნა ახალი გუნდი PAC-თან და შეეცადა ახლიდან მოეპოვა გუნდური ჩემპიონობა. ეს მატჩი ჩატარდა "ტიტული კარიერის წინააღმდეგ"-ით წესით. სტინმა და PAC-მა ამ მატჩში წააგეს, რის გამოც კევინს მოუწია კომპანიის დატოვება.
Ring Of Honor
რედაქტირებაგუნდი და დაპირისპირება ელ ჯენერიკოსთან
რედაქტირება2007 წლის თებერვალში შედგა კევინ სტინის დებიუტი Ring Of Honor (ROH)-ში ელ ჯენერიკოსთან ერთად. თავდაპირველად ისინი ცდილობდნენ გუნდური ჩემპიონების ტიტულის წართმევას ძმები ბრისკოსგან, მაგრამ უშედეგოდ. ამის პარალელურად კევინი ცდილობდა ROH-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას, მაგრამ ამ მცდელობებმაც უშედეგოდ ჩაიარა.
პირველი გუნდური ჩემპიონის ტიტულები ელ ჯენერიკომ და კევინ სტინმა მოიპოვეს 2008 წლის 19 სექტემბერს, რომელიც ეჭირათ 2009 წლის 10 აპრილამდე.
NXT (2014-2015)
რედაქტირება2014 წლის 12 აგვისტოს WWE-მ განაცხადა, რომ კევინ სტინმა ხელი მოაწერა კომპანიასთან და იგი დაიწყებს გამოსვლას მოსამზადებელ ცენტრ NXT-ში შეცვლილი სარინგო სახელით - კევინ ოუენსი. მისი სადებიუტო მატჩი ჩატარდა 2014 წლის 11 დეკემბერს შოუ NXT TakeOver : R Evolution-ზე, სადაც მან დაამარცხა სი ჯეი პარკერი. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში პარკერმა კევინ ოუენსს ცხვირი გაუტეხა. იმავე საღამოს, სემი ზეინმა (წარსულში ელ ჯენერიკომ) მოიპოვა NXT-ს ჩემპიონის ტიტული. მისი გამარჯვების შემდგომ რინგზე გამოვიდა კევინ ოუენსი, რომელმაც სემის მიულოცა ტიტულის მოპოვება. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეს ორი რინგიდან გამოვიდნენ, კევინ ოუენსი თავს დაესხა სემი ზეინს და შეუსრულა თავისი საფირმო ილეთი - პაუერბომბა რინგის აპრონზე - რინგის რკინის ნაწილზე[2].
18 დეკემბერს NXT-ს მორიგ ეპიზოდზე დაინიშნა მატჩი კევინ ოუენსსა და ყოფილ ჩემპიონ ენდრიან ნევილს შორის. მატჩში გაიმარჯვა ოუენსმა და მისი დასრულების შემდგომ, ისევე როგორც სემი ზეინს, ჩაუტარა ედრიან ნევილს საფირმო ილეთი - პაუერბომბა აპრონზე[3]. იმ დღის შემდეგ ყოველი შეხვედრისას იგი თავს ესხმოდა სემი ზეინს, რის გამოც სემი ზეინის ინიციატივით დაინიშნა მატჩი NXT TakeOver : Rival-ზე, რომელიც ჩატარდა 2015 წლის 11 თებერვალს. იმ მატჩში ზედიზედ ხუთი პაუერბომბის შემდეგ გაიმარჯვა კევინ ოუენსმა და დებიუტიდან 2 თვის შემდეგ მან მოიპოვა NXT-ს ჩემპიონის ტიტული[4]. 25 მარტს მატჩში ფინ ბალორის წინააღმდეგ, კევინმა წარმატებით დაიცვა NXT-ს ჩემპიონის ტიტული. NXT TakeOver : Unstoppable-ზე ოუენსმა სემი ზეინის წინააღმდეგ მატჩ-რევანშში დაამარცხა იგი და ბრძოლის დამთავრების მერე თავს დაესხა მას, სანამ მის დასახმარებლად არ მოვიდა სამოა ჯო, რომლის დებიუტიც იმ საღამოს შედგა. 4 ივლისს WWE Network-ისთვის განკუთვნილ ექსკლუზიურ შოუ Beast In The East-ზე მან წააგო სატიტულო მატჩში ფინ ბალორთან[5]
WWE-ს ძირითადი როსტერი (2015-დღემდე)
რედაქტირებაPPV Night Of Champions 2015-ზე კევინ ოუენსმა დაამარცხა რაიბეკი და გახდა ახალი ინტერკონტინენტალური ჩემპიონი[6]. მატჩ-რევანშზე 1 ოქტომბრის SmackDown!-ზე მან წააგო სატიტულო მატჩში იმის გამო, რომ იგი ძალიან დიდ ხანს იმყოფებოდა რინგის გარეთ, მაგრამ ამ მარცხის მიუხედავად მას მაინც დარჩა ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტული (დისკვალიფიკაციით ან რინგს გარეთ დიდი ხნით ყოფნის გამო წაგებით ტიტულის მფლობელი არ იცვლება). PPV Hell In A Cell 2015-ზე მან დაამარცხა რაიბეკი და შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული[7]. Survivor Series 2015-ზე იგი მონაწილეობას იღებდა ვაკანტური მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის გასათამაშებლად მოწყობილ ტურნირში, მაგრამ იგი დამარცხდა ნახევარფინალში დინ ემბროუზთან. TLC 2015-ზე ოუენსი დამარცხდა სატიტულო მატჩში დინ ემბროუზთან და დაკარგა ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტული. მან მოითხოვა რევანში Royal Rumble 2016-ზე და SmackDown!-ზე დაინიშნა მატჩი მათ შორის Last Man Standing-ის წესებით. იმ მატჩში კევინ ოუენსი დამარცხდა და ვერ შეძლო ტიტულის უკან დაბრუნება[8].
მას შემდეგ, რაც ფინ ბალორს ტრავმის გამო WWE Raw-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ჩაბარება მოუწია, 29 აგვისტოს კევინ ოუენსმა მიიღო მონაწილეობა Fatal-4-Way Elimination მატჩში ბიგ კესის, რომან რეინსის და სეტ როლინსის წინააღმდეგ. ამ მატჩში Triple H-ის ჩარევის შემდგომ გაიმარჯვა კევინმა და გახდა ახალი Raw-ის მსოფლიო ჩემპიონი[9].
PPV Clash Of Champions 2016-ზე მან დაამარცხა სეტ როლინსი კრის ჯერიკოს ჩარევის დახმარებით და კევინ ოუენსმა პირველად დაიცვა ეს ტიტული[10].
PPV Hell In A Cell 2016-ზე ჩატარდა მორიგი მატჩი ოუენსსა და სეტ როლინსს შორის. მატჩის დროს კევინმა მსაჯის წინააღმდეგ გამოიყენა ცეცხლმაქრი, რის გამოც იგი შეიცვალა. ამ ცვლილების დროს გალიაში შესვლა მოახერხა კრის ჯერიკომ და მისი დახმარებით კევინ ოუენსმა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ტიტული[11].
Survivor Series 2016-ზე იგი კრის ჯერიკოსთან ერთად იყო Monday Night RAW-ს გუნდის კაპიტანი, რომელმაც იმ ღამეს მარცხი განიცადა[12]. შემდგომ RAW-ზე მან კვლავ შეინარჩუნა ტიტული[13]. 12 დეკემბრის RAW-ზე, ჯერიკოსთან კამათის მიუხედავად, კევინმა მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა გუნდურ მატჩში იმჟამინდელი გუნდური ჩემპიონების - The New Day-ს წინააღმდეგ, სადაც დამარცხდნენ[14]. აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს The New Day-მ დაყენა ახალი რეკორდი გუნდური ჩემპიონობის ტიტულის ტარების ხანგრძლივობაში[15].
მეტსახელები
რედაქტირება- «Mr. Wrestling»
- «The Anti-Christ of Pro Wrestling»
- «Wrestling Worst Nightmare»
ილეთები
რედაქტირება- დამასრულებელი ილეთები
- როგორც კევინ ოუენსი
- Pop-Up Powerbomb
- როგორც კევინ სტინი
- 450 Splash
- Crossface - 2010
- F-Cinq (ROH) / Deep Sea Diverticulitis (PWG) (Spin-out fireman's carry facebuster) 2012-2014
- Package Piledriver
- Sharpshooter
- Steenalizer (Package fallaway powerbomb)
- როგორც კევინ ოუენსი
- საფირმო ილეთები (როგორც კევინ ოუენსი)
- Apron Powerbomb
- Cannonbal Senton
- Corner Clothesline
- Enzuiguri
- Front Lungblower
- Frog Splash
- Go Home Driver
- DDT
- Lariat
- Moonsault
- Powerbomb
- Package Side Slam
- Release German Suplex
- Running Senton
- Super Kick
- Swanton Bomb
- Missile Dropkick
- Tornado DDT
- Tope Con Hilo
- Neckbreaker-ის ვარიაციები:
- Avalanche Fishermen
- Argentine
- Hangman's
- Pumphandley
- საფირმო ილეთები (როგორც კევინ სტინი)
- Avalanche Fishermen Neckbreaker
- Avalanche Sit-Out Powerbomb
- Avalanche Rolling Firemen's Carry
- Apron Powerbomb
- Cannonbal Senton
- Crossface
- Diving Tope Con Hilo
- Enzuiguri
- Firemen's Carry Gutbuster, иногда Avalanche
- Front Lungblower
- F-5
- Go Home Driver
- Gory Special Backbreaker Drop
- Hilo Plancha
- Double Foot Stomp
- Dropdown Neckbreaker
- Pumphandley Neckbreaker
- Running Senton
- Hanging DDT
- Midsection Double Knee Smash
- Moonsault
- Slingshot Complete Shot
- Standing Somersault Leg Drop
- Scoop Powerslam
- Spinning Heel Kick
- Swinging Flat Liner
- Suplex-ის ვარიაციები:
- Belly To Back
- Delayed Vertical
- Sidewinder
- Sleeper
მიღწევები რესლინგში
რედაქტირება- All American Wrestling
- AAW Heavyweight Championship (1 раз)[16]
- Capital City Championship Combat
- Combat Revolution Wrestling
- CRW Tag Team Championship (ერთხელ) — с Пэтом Скиллзом[19]
- Combat Zone Wrestling
- CZW Iron Man Championship (ერთხელ)[20]
- Elite Wrestling Revolution
- EWR Heavyweight Championship (ორჯერ)[21]
- Elite 8 Tournament (2005)
- International Wrestling Syndicate
- North Shore Pro Wrestling
- NSPW Championship (ერთხელ)[17]
- Pro Wrestling Guerrilla
- Pro Wrestling Illustrated
- Ring of Honor
- SoCal Uncensored
- წლის საუკეთესო რესლერი (2005)[30]
- Squared Circle Wrestling
- 2CW Heavyweight Championship (ერთხელ)[31]
- 2CW Tag Team Championship (ერთხელ) — ჯეისონ ექსთან
- Wrestling Observer Newsletter
- WWE
- WWE Universal Championship (ერთხელ, მოქმედი)
- NXT-ს ჩემპიონი (ერთხელ)
- WWE-ს ინტერკონტინენტალური ჩემპიონი (ორჯერ)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.wwe.com/superstars/kevin-owens
- ↑ http://www.ewrestlingnews.com/news/wwe-storyline-kevin-owens-attacks-sami-zayn-after-nxt-takeover-r-evolution-went-off-the-air
- ↑ http://www.wrestleview.com/wwe-news/52221-wwe-nxt-results-12-18-14-neville-vs-owens/
- ↑ http://pwtorch.com/artman2/publish/wwenxtreport/article_83281.shtml
- ↑ http://www.wrestlezone.com/news/594197-wwe-beast-in-the-east-japan-results/4
- ↑ http://www.wrestlezone.com/news/622201-wwe-night-of-champions-2015-results
- ↑ http://www.tensports.com/blogs/wwe-hell-cell-2015-results
- ↑ http://www.wrestlinginc.com/wi/events/2016/306/wwe-royal-rumble-2016/
- ↑ http://www.wrestleview.com/wwe-wrestling-results/wwe-raw-results/66432-wwe-raw-results-82916-live-houston-fatal-4-way-match-crown-new-wwe-universal-champion/
- ↑ http://bleacherreport.com/articles/2665819-wwe-clash-of-champions-2016-results-winners-grades-reaction-and-highlights
- ↑ http://bleacherreport.com/articles/2672916-wwe-hell-in-a-cell-2016-results-winners-grades-reaction-and-highlights
- ↑ http://bleacherreport.com/articles/2677195-wwe-survivor-series-2016-results-winners-grades-reaction-and-highlights
- ↑ http://www.forbes.com/sites/brianmazique/2016/11/21/wwe-monday-night-raw-results-winners-analysis-reaction-and-highlights-from-november-21/#71dce23b16dd
- ↑ http://www.wrestleview.com/wwe-wrestling-results/wwe-raw-results/70649-wwe-raw-results-121216-live-philadelphia-new-day-defends-raw-tag-titles-go-home-roadblock/
- ↑ http://www.forbes.com/sites/alfredkonuwa/2016/12/12/wwe-monday-night-raw-results-the-new-day-breaks-record-stand-alone-as-best-champions-of-2016/#31dd790b2155
- ↑ Show results - 11/30 AAW in Berwyn, Ill.: Steen captures AAW Title, Finals of Allegiance Tag Tournament more. Pro Wrestling Torch (2013-12-01). ციტირების თარიღი: 2013-12-01.
- ↑ 17.0 17.1 17.2 Cagematch title listing.
- ↑ C*4 "Domination 2K11" Official Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-13. ციტირების თარიღი: 2016-12-30.
- ↑ Historique du Titre Tag Team de la CRW French. Combat Revolution Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
- ↑ CZW New Horror Champions. Combat Zone Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-22. ციტირების თარიღი: 2010-10-23.
- ↑ 21.0 21.1 Kevin Steen. Online World of Wrestling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-27. ციტირების თარიღი: 2010-10-23.
- ↑ Independent Wrestling Results – June 2004. Online World of Wrestling. ციტირების თარიღი: 2008-07-05.
- ↑ Pro Wrestling Guerrilla World Champion: "Mr. Wrestling" Kevin Steen. Pro Wrestling Guerrilla. ციტირების თარიღი: 2010-10-23.
- ↑ Pro Wrestling Guerrilla World Tag Team Champions: El Generico & "Mr. Wrestling" Kevin Steen. Pro Wrestling Guerrilla. ციტირების თარიღი: 2010-10-23.
- ↑ Pro Wrestling Guerrilla World Tag Team Champions: El Generico & "Mr. Wrestling" Kevin Steen (2nd Reign). Pro Wrestling Guerrilla. ციტირების თარიღი: 2010-10-23.
- ↑ Oliver, Greg. (2013-08-26) Lots of Canadian content on PWI 500. Slam! Sports. Canadian Online Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-13. ციტირების თარიღი: 2013-08-31.
- ↑ Pro Wrestling Illustrated Releases its Top 500 List for 2015: Which WWE Star Topped This Year’s List?, More Names Revealed. The Internet Wrestling Database. ციტირების თარიღი: September 4, 2015.
- ↑ Namako, Jason. (2012-05-12) ROH Border Wars iPPV Results- 5/12/12. WrestleView. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2012-05-12.
- ↑ Ring Of Honor Tag Team Championship. Ring of Honor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
- ↑ SoCal UNCENSORED Awards 2005. SoCal Uncensored. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-22. ციტირების თარიღი: 2010-04-09.
- ↑ 2CW Event results. The 2CW Fancast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-12. ციტირების თარიღი: 2012-06-24.
- ↑ 32.0 32.1 Meltzer, Dave (January 26, 2011). „Biggest issue of the year: The 2011 Wrestling Observer Newsletter Awards Issue“. Wrestling Observer Newsletter. Campbell, CA: 1–40. ISSN 1083-9593.
- ↑ Meltzer, Dave (January 30, 2012). „Jan 30 Wrestling Observer Newsletter: Gigantic year-end awards issue, best and worst in all categories plus UFC on FX 1, death of Savannah Jack, ratings, tons and tons of news“. Wrestling Observer Newsletter. Campbell, CA. ISSN 1083-9593.
- ↑ Meltzer, Dave (January 23, 2013). „The 2012 Wrestling Observer Newsletter Annual Awards Issue“. Wrestling Observer Newsletter. Campbell, California. ISSN 1083-9593. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2016.