კახეთის ხუროთმოძღვრება

კახეთი განსაკუთრებით გამორჩეულია ხუროთმოძღვრულ ძეგლთა სიმრავლით. საქართველოს დანარჩენი მხარეების მსგავსად, შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა აქაც, ძირითადად, საეკლესიო ხუროთმოძღვრებითაა წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს საქართველოში გავრცელებული ყველა ტიპის საეკლესიო ნაგებობას. სწორედ ამ მხარეშია შემორჩენილი საეკლესიო ნაგებობების, ისეთი ნიმუშები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის პირველ ხანებს უკავშირდება. კახეთის მომუმენტური ხუროთმოძღვრების ძირითად თავისებურება გარე მორთულობის სისადავეა, რომელიც მან განვითარების მთელ გზაზე შეინარჩუნა. თუმცა ამ მხარის ხუროთმოძრვრება, როგორც განვითარების ეტაპებით, ისე სტილის ცვალებადობით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მთელი ქვეყნის ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიასთან.

კახეთის ხუროთმოძღვრები საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდნენ თავისი დროის შესანიშნავ ნიმუშებს, მაგრამ საქართველოს დანარჩენი მხარეებისგან განსხვავებით, ტაძრების შესამკობად იშვიათად ან სრულებით არ იყენებდნენ ორმანენტულ სამკაულს. მათ ხელთ არსებული დაბალი დეკორატიული ღირსებების მქონე სამშენებლო მასალით შეუძლებელი იყო დეკორატიული ეფექტების მიღწევა. ძეგლების გარეგნული უბრალოება, სავსებით პასუხობდა მოსახლეობის სულიერ მოთხოვნილებებს და მათი ესთეტიკური წარმოდგენის ანარეკლს წარმოადგენდა. ესაა არსებითი სხვაობა კახეთის მონუმენტურ ნაგებობებსა და საქართველოს სავა მხარეთა მსგავს ნეგებობებს შორის, რომელთა საშენ მასალად ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა ჯიშის კარგად გათლილი კვადრები. ეს უკანასკნელი კი ფასადების ფიგურული რელიეფებით და მრავალსახა ჩუქურთმით მორთვის საშუალებას იძლეოდა.

კახეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები მნახველზე ზემოქმედებას ახდენს ფორმებისა და სივრცის სრულყოფილებით. ხუროთმოძღვართა შემოქმედებითი ძალისხმევა ძირითადად მიმართულია სტრუქტურული ამოცანების გადაწყვეტაზე — ქრისტიანული ეკლესიის მოთხოვნილებების შესაბამისი შიდა სივრცის შექმნაზე, რომელსაც სავსებით შეესატყვისებოდა შენობის გარეგანი ფომრები. ნაგებობები აგებულია უბრალო საშენი მასალით. ესაა სრულიად დაუმუშავებელი რიყის ქვა და ფოროვანი ტუფი. ე. წ. შირიმი. გარდა რიყის ქვისა და შირიმისა, სხვადასხვა პერიოდში საშენ მასალად იყენებდნენ აგრეთვე აგურს, რომელსაც, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, კახეთში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ადრინდელ ხანებში მას დამატებით მას საშენ მასალად იყენებდნენ — ძირითადად კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ელემენტების გამოსაყვანად. გვიანდელი ხანის საეკლესიო და საერო ნაგებობების დიდი ნაწილი კი, ძირითადად ან მთლიანად, აგურითაა ნაშენი. სწორედ კახეთის საეკლესიო ნაგებობებში შემუშავდა აგურის წყობისათვის ნიშანდობლივი მრავალფეროვნებით გამორჩეული, ფასადთა დეკორაციული მორთულობის ელემენტების მტელი სისტემა (სხვადასხვა კონფიგურაციის ჩაღრმავებული არეები და ჯვრები, რომბები, დაკბილული ლავგარდნები და სავა.). როგორც ჩანს ამ სამშენებლო მასალის წინა პლანზე წამოწევას გარკვეული მყარი საფუძველი შეუქმნა კახეთში ოდითგანვე ფართოდ განვითარებულმა კერამიკულმა წარმოებამ, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ უძველესი ნაგებობები ძირითადად, კრამიტითაა გადახურული.

კახეთში, ისევე როგორს საქართველოს სხვა კუთხეებში, იგება ასევე სხვა ტაძრები პალესტინური ბაზილიკის ნიმუშების მიხედვით. საეკლესიო მმარველობის მიერ საეკლესიო ნაგებობის ეს ხელოვნურად დანერგილი ფორმა იმთავითვე ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად იქნა გადამუშავებული. კახეთის ბაზილიკების ნიმუშების დიდი ნაწილი (ნეკრესის მონასტრის თავდაპირველი ეკლესია, ძველი შუამთის მონასტრის ბაზილიკა, მატანის ცხრაკარას მონასტრის ბაზილიკა) ძლიერ განსხვავდება ადრექრისტიანული ბაზილიკის არქიტექტურული ტიპისაგან. ბაზილიკის მსგავსად ისინი სამ ნავად არის გაყოფილი, რომლებიც ერთიანი სივრცის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს. შენობები მოკლეა, ნავები ხის კონსტრუქციების ნაცვლად, გადახურულია ქვის კამარით. ამავე ხანებში იგება ნამდვილი ბაზილიკების ტიპის ეკლესიებიც (კაწარეთის სამების ეკლესია, ე. წ. ჭაბუკაურის ეკლესია ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე, თელავის ღვთაების, ტიბაანის წმ. სტეფანეს, კონდოლის ნათლისმცემლის, ნატკორის ეკლესიები, ნაქალაქარ არეშის ბაზილიკა), VI საუკუნის ნახევრიდან VII საუკუნის ჩათვლით. შენობები შესამჩნევად მოკლდება, ნავები გაყოფილია ბოძების მხოლოდ ორი წყვილით (ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების, ახშანის გორისჯვრის, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ეკლესიები, აზერბაიჯანში კახის რაიონში ყუმის ეკლესია და სხვა.). დამოკლების ტენდენცია შესამჩნევია როგორც VIII-IX საუკუნეებში, სე მომდევნო X საუკუნეშიც. პროპორციული თვალსაზრისით, ეს ნაგებობები უკეთ არის გადაწყვეტილი, შიდა სივრცე აქ გაცილებიტ დახვეწილია და ხალვათი, პროპორციები — შემაღლებული (აკურის მამა დავითის, ზემო ალვანის ნათლისმცემლის, იოანე ზედაზნელის ეკლესიები, ვაზისუბნის სანაგირის ბაზილიკა). სამნავიანი ბაზილიკის აგების გვაინდელი მაგალითია ჟალეთის ბაზილიკა.

VI საუკუნის I ნახევარში, ნამდვილი ბაზილიკური ნაგებობების გვერდით, ჩნდება ამ თემის თავისებური, რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი, რომელსაც აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა „სამეკლესიანი ბაზილიკა“ შეარქვა და რომელიც საქართველოს გარეთ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არ გვხვდება. ამ ტიპის ტაძრის თავისებურება იმაშია, რომ მას გარეგნობით ბაზილიკის ასახულობა აქვს, მაგრამ სტრუქტურით იგი არ არის ბაზილიკა. ბაზილიკისაგან განსხვავებით, ერთ ნაგებობაში, ჩვენ გვაქვს ერთმანეთისგან, ერთიანი კედლებით გამიჯნული, ხშირ შემთხვევაში კარებით დაკავშირებული, სამი წაგრძელებული სადგომი, რომლებსაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი საკურთხეველი აქვს. ასე, რომ ერთდროულად ერთ ნაგებობაში სამი ეკლესიაა. კახეთი განსაკუთრებიტაა გამორჩეული სამეკლესიანი ბაზილიკების სიმრავლით.VI-VII საუკუნეების მიჯნაზე ამ თემამ კახეთში, როგორც სივრცობრივი გადაწყვეტით, ისე გარეგანი გაფომრბის თვალსაზრისით, მხატვრულად დახვეწილი, დასრულებული სახე მიიღო.

ნაგებობის შიდა სივრცის ფორმირების პროცესში, ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებზე დამყარებულმა, მისი ცენტრულობის მიზანდასახულობამ — გუმბათოვანი გადახურვით და შუქის ძირითადი წყაროტი ზემოდან, განსაზღვრა ქრისტიანული ტაძრის თავდაპირველი ფორმები — ცენტრული გეგმის მქონე გუმბათოვანი სტრუქტურა.

კახეთის გუმბატოვანი არქიტექტურის უძველესი ნიმუშები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება, ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპის ეკლესიების ჯგუფს შეადგენენ. ამ ძეგლებში ჯერ კიდევ ბევრია გაუწონასწორებელი, დაუხვეწავი და მხატვრულად მოუქნელი ფორმები, ხუროთმოძრვრებს ჯერ კიდევ არა აქვთ ათვისებული არქიტექტურული კომპოზიციის ყველა მხარე, მათი შემოქმედებითი აზროვნება მთლიანადააა მიმართული ქრისტიანული არქიტექურის ცენტრალური ამოცანის (შიდა სივრცის შექმნა) გადასაწყვეტად.

ამ პერიოდის გუმბათოვან თემებს შორის გვხვდება ტეტრაკონქების და „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის სხვადასხვა ვარიანტები. ყველა ამ ეკლესიაში გუმბათი ეყრდნობა კედლებს და არა ცალკე მდგომ ბოძებს.

ტეტრაკონქის ტიპის ძეგლებიდან უძველესია ძველი გავაზის ეკლესია (VI საუკუნის III მეოთხედი), რომელიც ყველა მიმართებით უთუოდ, ამ ტიპის საწყის წარმომადგენლად უნდა ჩაითვალოს. გეგმით იგი უბრალო ოთხყურაა — ცენტრალურ ნაწილში გუმბათქვეშა კვადრებით, რომელსაც ოთხივე მხრიდან ნალისებრი აფსიდი შეერთვის. შენობის გარე მოხაზულობა ზუსტად იმეორებს შიდა აღნაგობას. ნაგებობათა კომპოზიციური გადაწყვეტისა და მხატვრული სრულყოფის ძიების რთულ გზაზე, ტეტრაკონქის ტიპის მომდევნო საფეხურია ნინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი (VI საუკუნის III მეოთხედი), რომელშიც გუმბათის დიამეტრის გაზრდის და შესაბამისად, გუმბათქვეშა სივრცის გაფართოების მიზნით, ჯვრის მკლავებს შორის, დიაგონალურ ღერძებზე, მოწყობილია გარკვეული დანიშნულების ორაფსიდიანი მცირე სადგომები. ევოლუციური თვალსაზრისით ნინოწმიდის ტაძარი უდიდესი მნიშვნელობის ძეგლია. საქართველოში მეორე ასეთი კომპოზიცია არ გვხვდება. ტეტრაკონქის კომპოზიცია უდევს საფუძვლად ძველი შუამთის მონასტრის ორივე გუმბათოვან ეკლესიასაც (პირველი — VI საუკუნის დასასრული - VII საუკუნის დასაწყისი, მეორე — VII საუკუნე.).

ტეტრაკონქის ტიპის გარდა, ამ პერიოდის გუმბათოვან თემებს შორის, გვხვდება „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული, კომპოზიცია — ერთი აფსიდიტა და ორი სწორკუთხა მკლავით. სივრცობრივი აღნაგგობით ესაა ერთი საერთო ტიპი, რომელიც მიანიატურული ზომებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული თვალსაზრისით რამდენადმე გამარტივებულია. არსებობს მისიოთხი სახესხვაობა: ერთი, როდესაც გეგმას გარედან ჯვრული მოხაზულობა აქვს (ზეგაანის წმ. მარინეს ეკლესია და ე.წ . ერელაანთ საყდარი მატაანთან), მეორე — შეცვლილი გარეგანი კონტურით დავითიანის ორმოცი მოწამისა და ვაჩნაძიანის სვეტიცხოვლის ეკლესიები), მესამე — სრულიად თავისებური, მკვეთრად ხაზგასმული გრძივი ღერძით (იყალთოს მონასტრის სამების ეკლესია) და მეოთხე, განსაკუთრებით საინტერესო ტიპი, სადაც ორი მკლავი დასრულებულია აფსიდით, ხოლო დანარჩენი ორი სწორკუთხაა (კასისხევის ყველაწმინდის ეკლესია).

VII საუკუნის დასასრულიდან, გუმბათოვანი ტაძრების ახალი ფორმების ძიებაში ფართოდ იყენებენ ბაზილიკებისა და სამეკლესიანი ბაზილიკების კომპოზიციის პრინციპს, რაც განსაკუთრებული თავისებურებითაა გამოვლენილი VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდში გვხვდება სხვადასხვაგვარი კომპოზიციების კომბინირების მაგალითები. ნაგებობის ცენტრალური სივრცის დააგვირგვინებელი გუმბათი შერწყმულია გუმბათოვანი სტრუქტურისათვის უცხო, ბაზილიკური და სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ფორმებთან. ამის მაგალითია გურჯაანის ყველაწმინდა (ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია საქართველოში), დასავლეთის გახსნილი პატრონიკით და განცალკევებული სადგომებით გვერდითი ნავების თავზე. ხუროთმოძღვრული ფორმების ევოლუციის მაჩვენებელია, ვაჩნაძიანის მიდამოებში მდებარე ყველაწმინდის მონასტრის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც საქართველოში გარდამავალი ხანის ყველაზე მაღალმხატვრულ ძეგლტა რიცხვას მიეკუთვნება. ტაძარი საერთო კომპოზიციით წარმოადგენს სამეკლესიანი ბაზილიკის თავისებური გადამუშავების მაგალითს, რომელშიც ძირითადი ელემენტების ორგანულმა შეთანხმებამ შუა სადგომის, როგორც „გუმბათოვანი დარბაზის“, შექმნის შესაძლებლობა განაპირობა. გუმბათის და გუმბატქვეშა კვადრატის დასაკავშირებლად აქ, პირველად საქართველოში, ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი — აფრა (პანდატივი), თუმცა მის გვერდით არც ტრომპებია უგულვებელყოფილი.

ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში, სამეკლესიიან ბაზილიკებში შემუშავებული თემა — გვერდითი სადგომების დასავლეთის გარშემოსავლელით დაკავშირება — სხვადასხვა გუმბათოვან კომპოზიებშიცაა გამოყენებული. ხუროთმოძღვრები აგებენ ღია გალერეებს, სადაც ისინი, ისევე როგორც სამეკლესიან ბაზილიკებში, დანაწევრებულია თაღებით, რომლებიც ფასადებზე დამატებით მხატვრულ აქცენტებს ქმნის. ამის მაგალითია ძველი გავაზის ტრიკონქი, რომელსაც VIII-IX საუკუნეებში სამი მხრიდან გარეთკენ თაღებით გახსნილი გარშემოსასვლელი მიადგეს.

გარშემოსასვლელის თემის გარდა, მუშავდება ასევე პატრონიკეს თემაც. კახეთის ტაძრებში პატრონიკე არც თუ ისე ბევრ ნაგებობეშია დადასტურებული. მისი შექმნის პირველი ცდა დადასტურებულია უგუმბათო არქიტექტურაში — კარდენახის საბაწმინდის მონასტრის ძველ სამეკლესიან ბაზილიკაში. აქ პატრონიკე არ წარმოადგენს ტაძრის აუცილებელ კომპოზიციურ ელემენტს — კაცთა და ქალთა განმაცალკევებელ ადგილისამყოფელს, არამედ იგი კომპოზიციის შემადგენელი ნაწილია და მისი გაჩენა, როგორც ჩანს, წმინდა კონსტრუქციული მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. კერძოდ, გუმბათის ნამბრჯენი ძალების გასაწონასწორებლად. ამ ამოცანის გადასაჭელად გურჯაანის ორგუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვარი გვერდითი ნავების თავზე დამატებით ეკლესიებს ქმნის, ხოლო ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძრის ხუროთმოძღვარი — პატრონიკეს.

კახეთის ამ პერიოდის ძეგლთაგან განსაკუთრებული ინდივიდუალობითაა გამორჩეული ნეკრესის მონასტრის გუმბათოვანი ეკლესია. ამ შემთხვევაშიც სახეზეა სამეკლესიანი ბაზილიკის თემის გუმბათოვანი ეკლესიის თემასთან შერწყმის მაგალითი, რაც აქ სრულიად განსხვავებულადაა გადაწყვეტილი: ხუროთმოძღვარი მაღალყელიან გუმბათს შენობის ცენტრალური, გეგმით კვადრატული ნაწილის კედლებზე აფუძნებს და გუმბათის განბრჯენ ძალებს უპირისპირებს ხუთწახნაგოვან შვერილ აფსიდს და გარშემოსასვლელს სამი მხრიდან.

ამავე პერიოდში გვხვდება ე. წ. „ჩაწერილი ჯვრის“ თემის სხვადასხვა ვარიანტები. ამ მხრივ საინტერესოა ხირსის წმინდა სტეფანეს ეკელსია, რომლის სამნავიანი სტრუქტურა, VIII-IX საუკუნეებში, ჩაშენებული ოთჴი თავისუფლად მდგომი ბოძითა და მათზე დაყრდნობილი გუმბათით, ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს.

საყურადღებოა ასევე იყალთოს მონასტრის მთავარი ტაძრის (დიდი ნაწილი აღდგენილია მოგვიანებით) კომპოზიცია — გუმბათით ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე და კარიბჭით თითოეული შესასვლელის წინ.

„ჩაწერილი ჯვრის“ თემის რედუქცირებული მაგალითებია ოზაანის ამაღლებისა და ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესიები, რომელტა გადაწყვეტა გუმბათოვანი ტაძრის ახალი ფორმების ძიების შედეგს წარმოადგენს.

ოზაანის ტაძრის მხატვრული ხასიათის განმსაზღვრელი რიგი ნიშნებით, როგორიცაა წარმსოადეგობა, მტავრის და მისი შემადგენელი ნაწილების პროპორციების საგულდაგულოდ ჩამოყალიბებული ჰარმონიულობა და კომპოზიციის მთლიანობა, მჭიდროდაა დაკავშირებული კახეთის მონუმენტური არქიტექტურის მომდევნო პერიოდტან, კერძოდ, X საუკუნესთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოზაანის ტაძრის კანკელის ზღუდის შესრულების დონე, რომელიც, როგორც მხატვრული, ისე კვეთის ტექნიკის სრულყოფით უდავოდ გამორჩეული ძეგლია.

X საუკუნე ქართული არქიტექტურის განვითარების ისტორიაში თავისებური მიჯნაა. ხანგრძლივი და დაუღალავი შემოქმედებითი ძიების შედეგად ჩამოყალიბდა გუმბათოვანი ტაძრის ის ტიპი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დომინირებილი მდგომარეობა შეინარჩუნა. ესაა ნაგებობა მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძით, რომლის ძირითადი სივრცის შემადგენელი, მაღალი ორფერდა სახურავიტ დასრულებული ჯვრის მკლავები და მათ შორის მოქცეული, შედარებით დაბალი ცალფერდა სახურავიანი კუთხის ნაწილები შენობის გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი.

X საუკუნის II ნახევრიდან კახეთში ახალი აღმავლობის პერიოდი იწყება — იგება სრულიად დასრულებული სტილის ტაძრები, რომლებიც სავსებიტ შეესაბამება ეპოქის მხატვრულ არქიტექტურულ მოთხვონებს — მივიწყებულია სამნავიანი და სამეკლესიანი ბაზილიკის თემები, უპირატესობა ძირითადად ენიჭება წაგრძელებული ღერძის მქონე გუმბათოვან ნაგებობებს, იზრდება გუმბათის ყელის წახნაგთა რაოდენობა, შენობის კორპუსის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები სხვადასხვა სიგრძისაა, შესასვლელები ცენტრალური ღერძიდან შესაბანმისსი ფასადის დასავლეთ ბოლოში ინაცვლებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბატის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად იყენებენ აფრებს და არა ტრომპებს, კონსტრუქციული ხასიათის ძიების შეწყვეტასტან ერთად, არქიტექტორების ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მიპყრობილია ახალი კომპოზიციების ძიებაზე. აღმოსავლეთ ფასადზე ჩნდება მარალი, სამკუთხა გეგმის ნიშები, რომლებიც ხელს უწყობენ შუქ-ჩრდილების თამაშს. საგრძნობლად იცვლება შენობის ზომები, იზრდება შენობის ცალკეული ნაწილების და გუმბათის ყელის პროპორციები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სივრცობრივი აღქმის მთლიანობა არ ირღვევა. ამის ნათელი დადასტურებაა XI საუკუნის პირველი მეოთხედის სწორუპოვარი ქმნილება, ალავერდის სახელგანთქმული ტაძარი, რომელიც არა მხოლოდ კახეთის, არამედ მთელი საქართველოს ერთი დიდებული ქმნილებათაგანია. იგი არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მაღალი (გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება) საეკლესიო ნაგებობა საქართველოში. ტაძრის გეგმის საფუძველს შეადგენს ტრიკონქი, რომლის სამივე აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული. მისი შიდა სივრცე გრანდიოზულია, ნათლად იგრძნობა კახური ძეგლების დამახასიათებელი თავისებურება — პროპორციების აზიდულობა. ნაგებობის კედლები როგორც შიგნით, ისე გარედან მოპირკეთებულია, სუფთად გათლილი, ფოროვანი ტუფის ე. წ. შირიმის ფილებით. ფასადები ძუნწადაა მორთული. კედლების სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული, რაც ქმნის იმპოზანტურობის, დიდებულების შთაბეჭდილებას. ალავერდის ხუროთმოძღვარმა შექმნა საეკლესიო ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული გენიის უმაღლეს მხატვრულ მიღწევას.

X-Xi საუკუნეებში კახეთის არქიტექტურაში იკვეთება აგრეთვე სხვა მიმართულებებიც, რომლებშიც ყალიბდებოდა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ერთი საერთო ნიშანი — ერთი მხრივ, ნაგებობის გრანდიოზულობა და დიდებულება, ხოლო მეორეს მხრივ კეთილსახოვნება. ორივე ეს მიმართულება განსაკუთრებულად ვლინდება ამ პერიოდის ორ საყურადღებო ნაგებობაში — ბოჭორმისა და კვეტერის ციხეების ეკლესიებში. მათ ფორმებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ისინი ერთიმეორის გვერდით დგას, როგორც დამოუკიდებელი, თავისი მხატვრულობით გამორჩეული ქმნილება.

კომპოზიციური თვალსაზრისით კვეტერის ეკლესია ძველი შუამთის II გუმბათოვანი ეკლესიის თავისებური გამოძახილია. ესაა პატარა და საოცრად მოხდენილი ნაგებობა. გეგმის საფუძველი, ისევე როგორც მის პროტოტიპში, აქაც ტეტრაკონქია. ეკლესია შიგნით და გარედან მოპირკეთებულია სუფთად ნათალი და სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი შირიმის სწორკუთხა ფილებით. ხუროთმოძღვარი ცვლის წინა საუკუნეებში გამომუშავებულ ყველა თანაფარდობას. პირველ რიგში იგი სრულიად სხვაგვარად აყალიბებს გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლის სისტემასმ რაც მიღწეულია სხვადასხვა სიგანისა და სიმაღლის თაღების მონაცვლეობით. გუმბათქვეშა წრე გაცილებით მაღლაა „ატანილი“ გუმბათქვეშა თაღებზე, რაც სივრცის ამაღლებულობის შთაბეჭდილებას ქმნის. ეკლესიის შიდა სივრცის შიდა სივრცის სტრუქტურასთან შეწონასწორებულია გარეთა ფორმებიც: შენობის თითოეული ნაწილი დამოუკიდებელ მოცულობად აღიქმება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი თავისებური შეხამებისა და რეგულირების წყალობით მთლიანობა არ ირღვევა. ყოველი ნაწილი შემკულია ნახევარკოლონების კონებით, რომელთა სიუხვის უკან თითქოს კედლის მასაც კი შეუმჩნეველია. შეიძლება ითქვას, რომ კვეტერის ტაძარში მაქსიმალურადაა გამოყენებული შირიმის დეკორატიული შესაძლებლობები. მასალისა, რომელიც იოლად არ ექვემდებარება დეკორატიულ დამუშავებას.

პროპორციების დახვეწილობით, მოხდენილი არქიტექტურული ფორმებით და მხატვრული გაფორმების სრულყოფიტაა გამორჩეული ბოჭორმის ეკლესიაც, რომელიც სრულად ეპასუხება ეპოქის მხატვრულ ამოცანებსა და დეკორატიულ მოთხოვნებს. კვეტერისგან განსხვავებით, ბოჭორმის ეკლესიაში ექვსი აფსიდია. კუთხეები აქაც ნახევარკოლონებითაა მორთული, საშენი მასალა აქაც ნათალი ქვაა — წყობის თანაბარი რიგებით. გაწყობის ელემენტებია: ნახევარკოლონები, თაები, ზოლურები. მაგრამ, როგორც გეგმის, ისე ხუროთმოძღვრულ ფორმათა კომბინირებაში და დეკორაციული გაწყობის სისტემაში, აქ სრულიად სხვაგვარი მიდგომა ვლინდება. ბოჭორმის ეკლესიის კურპუსი გარედან დანაწევრებულია სამკუთხა ნიშებით.

ნაგებობის საერთო სახის წარმოსადეგობის მისაღწევად იგივე საშუალებები და ელემენტებია გამოყენებული არა მხოლოდ აწყურის თერთი გიორგის ეკლესიასა და კუნტურის საყდარში, არამედ XIII საუკუნის და XIV საუკუნის დასაწყისის ძეგლებზეც.

XII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის სამეფო შედის გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში, რომლის გავლენა ვრცელდებოდა კავკასიის მთელ ტერიტორიაზე. XII საუკუნიდან XIII საუკუნემდე კახეთში გუმბათოვანი ეკლესიის ძეგლები არ გვხდება, თუმცა, ქვეყნისათვის ამ პოლიტიკური გარდატეხის დროს, შემოქმედებითი სული და მხატვრული ტრადიციები არ შენელებულა.

X-XI საუკუნეებში დამკვიდრებული „ჩაწერილი ჯვრის ტიპი“ ამ დროს საეკლესიო ნაგებობებში კვლავ განაგრძობს არსებობას. შენობებს აერთიანებს ფასადების დეკორატიული დამუშავების მხარეც, რა თქმა უნდა, ორნამენტული მორთულობის გარკვეული შეზღუდვებით. სწორედ XIII საუკუნის I ნახევარში აშენდა დიდი გუმბათოვანი ეკლესია კარდანახის საბა-წმინდის მონასტერში და ფუძნარის გუმბათოვანი ეკლესია, ხოლო უფრო გვიან (სავარაუდოდ XIV საუკუნის შუა წლებამდე) — ნატიფი და საოცრად დახვეწილი გუმბათოვანი ტაძარი საჩინო (ზემო ხოდაშნის მიდამოები).

გუმბატოვან ეკლესიებტან ერთად ეს პერიოდი საყურადღებო ეკლესიებითაცაა წარმოდგენილი. ისინი ტრადიციული საშენი მასალით — რიყის ქვიტაა ნაშენი. ზოგ შემთხვევაში ნაგებობა იმოსება სუფთად ნათალი და სწორხაზოვნად დაწყობილი შირიმის ფილებით. სარკმლები გაფორმებულია ლილვებით — მათ შორის გრეხილი ლილვითაც. საპირეების თაღის ქუსლები და ქვედა კუთხეები კვადრატებითაა გამოყოფილი, რომლებშიც მამოკვეთილია ვარდულები. ფასადზე ჩნდება ძუქურთმით შემკული გირჩებიც. ამ პერიოდის ეკლესიებიდან აღსანიშნავია: ზემო ხოდაშნის დედატა მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (დაახლოებით — XIII საუკუნე), ამავე სოფლის მიდამოებში მდებარე ე. წ. ტარიელაანთ საყდარი (განვითარებული შუა საუკუნეები) და კურტანაძეულის წმინდა მარინეს ეკლესია (XIII საუკუნე) სოფელ მატანტან. ამავე ხანებში დასტურდება ორსართულიანი ეკლესიების აგების შემთხვევებიც (ჟებოტა, მარტყოფი, ართანა). გარდა ამისა, იგება მესტვეტეთათვის განკუთვნილი კოშკური ნაგებობებიც, რომლის უძველესი ნიმუში ერთ-ერთი ათცამეტ მამათაგანის წმინდა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნის II ნახევარში სოფელ მარტყოფის მახლობლად აგებული კოშკი-სვეტია. განვითარებულ შუა საუკუნებში აგებულ ამ ნაგებობატაგან, როგორც სტრუქტურით, ისე შესრულების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა სოფელ ქისტაურის ნათლისმცემლის ეკლესიასთან მდგარი სამსართულიანი კოშკი-სვეტი.

ამ პერიოდის კულტურული აღმავლობის კარგი მაჩვენებელია დავიტგარეჯის სამონასტრო მშენებლობა, რომელმაც თავისი განვითარების მწვერვალს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია.გარე კახეთის ამ უდაბურ, უტყეო კლდოვან მთებში, VI საუკუნეში, ქრისტიანული რწმენის განსამტკიცებლად საქართველოში სირიიდან მოსულ „ათცამეტ მამათაგან“ ერთ-ერთი წმინდა დავით გარეკჯელი, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ბუნებრივ მღვიმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ ადგილას მონასტრის დაარსებას. იგი დავითის ლავრის სახელიტაა ცნობილი. IX საუკუნეში აქ მოღვაწეობას იწყებს წმინდა ილარიონ ქართველი, რომელიც აფართოებს მონასტრის ეკლესიას და ახალ ფილიალსაც აარსებს. დროტა განმავლობაში გამოქვაბულ მონასტერთა რაოდენობა თანდათან გაიზარდა და ჩამოყალიბდა მძლავრი რელიგიურ-კულტურული ცენტრი, რომელმაც თავისი განვითარების მწვერვალს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშნებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, რამაც ხელი შეუწყო მათ დაწინაურებას. მოყოლებული VI საუკუნიდან ვიდრე XIX საუკუნემდე დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრები კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში.

XV საუკუნე ძირითადად მონღოლთა ურდოებისადა თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენის პერიოდია. სამეფო კარს უკვე აღარ ძალუძს ძველი დიდების შემობრუნება. ქვეყანა დაშლილი იყო ცალკე სამეფოებად და სამტავროებად. XV საუკუნის II ნახევარში კახეთი ისევ ცალკე სამეფოდ გამოიყო.

კახეთის ეკონომიკური მდგომარეობა ამ პერიოდში საქართველოს სხვა კუთხებტან შედარებით უკეთესი იყო, რადგან იგი მეტ-ნაკლებად მაინც გადაურჩა ძარცვასა და მიწასტან გასწორებას.

XVI საუკუნიდან კახეთში ახალი აღმავლობის ხანა იწყება. მთელი XVI საუკუნის განმავლობაში XVII საუკუნის პირველ წლებში გაცხოველებული აღმშენებლობაა; შენდება ანსამბლები, იმპოზანტური საეკლესიო ნაგებობები, სამეფო რეზიდენციები გრემსა და ბაზარში (ახლანდელი ზაგემი), საქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები და სხვა. მშენებლობის მასშტაბებით ამ დროის კახეთი, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, გაცილებით დაწინაურებულია. ნაგებობები გამოყვანილია ძირითადად აგურით, ხუროთმოძღვრები ეკლესიებისათვის იყენებენ ირანული არქიტექტურის ელემენტებსა და დეტალებს, ახდენენ მათ იმიტაციას.

სამშენებლო საქმიანობის აღმავლობის მიუხედავად, ამ პერიოდის არქიტექტურა მაინც ხასიათდება შემოქმედებითი ძიებისა და ოსტეტობის დაქვეითებით, მხატვრული ჩანაფიქრისა და დეკორატიული მიდგომების გამარტივებით. წინა ეპოქებიდან განსხვავებით, სატაძრო ნაგებობების გეგმებსა და საერთო ფორმებში აღარ შეინიშნება შემოქმედებითი ზრდის ტენდენცია, პრიქით, ვლინდება ერთგვარი რემისია, რაც გამოხატა დეკორატოიულ მორთულობაშიც. არქიტექტურულ თემის და კონსტრუქციულ საკითხებთან მიმართებით არაფერი შეცვლილა. წინა ეპოქებში გავრცელებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ტიპი (ორ ტავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით) კვლავ განაგრძობს არსებობას. კომპოზიციის ყოველი დეტალის და მათი ცალკეული ელემენტების დამუშავების მიუხედავად, წინა ეპოქების ძეგლებისაგან განსხვავებით, ეს ნაგებობები ვერ აღწევს სრულყოფილების და ოსტატეობის ხარისხს, თუმცა, მხატვრული ძიების არსებობა მაინც შესამჩნევია, რაც ძირითადად გამოიხატა შენობათა მასების სხვაგვარ აგებასა და პროპორციების გამწვავებულ შეფარდებაში. ამ ტაძართა ინტერიერების სივრცობრივი გადაწყვეტა აგრძელებს და უფრო აძლერებს ქართული არქიტექტურის ისტორიული განვითარების დამახასიათებელ იდეას — სიმაღლისკენ სწრაფვას, რომელმაც თავის მაქსიმალურ ზღვარს სწორედ ამ ეპოქის ძეგლებში მიაღწია (ახალი შუამთის, გრემის მტავარანგელოზთა, შიხიანის აღდგომის და ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესიები). კახთა მეფეების მიერ აგებულ ამ ძეგლთა თავისებურებაა ისიც, რომ, წინა ეპოქისგან განსხვავებიტ, ისინი მთლიანად აგურითაა ნაგები.აგურის წყობა განსაზღვრავს დეკორატიული სისტემის ხასიათს. ყოველი ფასადი დანაწევრებულია სახვადასხვა მოხაზულობის, ოდნავ შეღრმავებული არეებით, რომლებიც გაფორმებულია შეღრმავებული ჯვრებით, თაღოვანი ნიშებით, რომბების კომბინაციით და ა. შ. მთლიანად აგურიათაა ნაგები ამ პერიოდის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობა ნინოწმინდის მონასტრის სამრეკლო, რომელიც გამოდის კახეთის ჩვეულებრივი სამრეკლოების რიგიდან, კარგად გააზრებულ, მხატვრულად დასრუელბულ ქმნილებას წარმოადგენს. მაგრამ, ამავე დროს, ამ არქიტექტურული ნაწარმოებების გვერდით, ჩვენ ვხედავთ ძეგლთა ჯგუფს (ბახთალოს ეკლესია, თარაქის „ვედრებისას“ წმინდა გიორგის ეკლესია, ზემო ალვანის სამების ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მატანში, ახატელის ღვთაების ეკლესია), რომლებშიც იგრძნობა შემოქმედებითი ენერგიის ერთგვარი მინელება. გარედან ისინი სრულიად სადაა, მხოლოდ გუმბატის ყელია დამუსავებული. კედლის იბრტყეები დაუნაწევრებელია, უმეტეს შემთხვევაში მოკლებულია ყოველგვარ დეკორაციულ სამკაულს.

კახეთის ეკონომიკური აღმავლობის კვალდაკვალ ფართოდ გაშლილი სამშენებლო საქმიანობა XVII საუკუნის დასაწყისში (სპარსეთის შაჰის აბას I-ის მიერ 1614-1616 წლებში განხორციელებული ლაშქრობების შედეგად) ერთბაშად შეწყდა. ნანგრევებად იქცა ულამაზესი ქალაქი გრემი. იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც გვიანდელი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს დედაქალაქი, არამედ როგორც ურბანული არქიტექტურის ნიმუში, რომელშიც კარგადაა შემორჩენილი როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ნაშთები, ისე ინფრასტრუქტურის ელემენტები.

XVIII საუკუნეში კახეთში კვლავ დაიწყო მშენებლობის აღორძინება. კახეთს, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, ახლაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ახალ ნაგებობათა რაოდენობით. ამ პერიოდის საეკლესიო მშენებლობაში რაოდენობრივი უპირატესობა სრულიად მარტივ დარბაზულ ეკლესიებს ეკუთვნის, თუმცა, მათ შორის ზოგიერთი როგორც გეგმარებით, ისე შესრულების ხარისხით უდავოდ საგანგებო ყურადრებას იმსახურებს (საგარეჯოს პეტრე-პევლეს, ფიჩხოვანის ხორჭაშნის ხღვთაების, ჯიმითის ყველაწმინდის ეკლესიები). შენდება გუმბათოვანი ეკლესიებიც, რომლებშიც ძველი არქიტექტურული ტემების რემინისცენციის შემთხვევებსაც ვხედავთ. ამის მაგალითია: ღვთისმშობლის პატარა ეკლესია მანავში, რომელიც, წარწერის თანახმად, გარეჯის მონასტრის წინამძღვრის ეფთიმეს მიერ 1794 წელსაა აგებული; გურჯაანის ქაშვეთისა და მელაანის ღვთისმშობლის ეკლესიები. მომდევნო პერიოდის საეკლეიო ხუროოთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია სოფელ ქოდალოს ტეტრაკონქის ტიპის ეკლესია, რომელიც 1817-1835 წლებს შორის აუგია კახეთის სამეფოს პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს, მეფე გიორგი XII-ის მინბაშს, აბელ ანდრონიკაშვილს.

კახეთში მრავალი სამრეკლოა შემორჩენილი. მათი დიდი ნაწილი დაუთარიღებელია. დღემდე შემორჩენილი სამრეკლოებიდან XV საუკუნეზე ადრეული არც ერრთი არ არის. საქართველოში პირველი დათარიღებული სამრეკლო არის გუდარეხის მონასტრის სამრეკლო, რომელიც მასზე დაცული წარწერის თანახმად, 1272 წელსაა აგებული.

კახეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია სამრეკლოების უმარტივესი სახე — ეკლესიის სახურავის კეხზე დაფუძნებული, თაღებით გახსნილი, პატარა კიოსკი. გვხვდება ორსართულიანი სამრეკლოებიც — კუბური ფორმის ნაგებობაზე დადგმული რვაწახნაგა ფანჩატური, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ქვედა ნაწილს არ უკავშირდება. გვხვდება ასევე ფანჩატურით დაგვირგვინებული, დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობები.

კახეთის უძველესი სამრეკლოები (ვეჯინი, შიხიანი, წინანდალი) ეკლესიასთან მდგომი ნაგებობებია. ამათგან ყველაზე ადრეულად მიჩნეულია ვეჯინის ციხეში, ამაღლების ეკლესიის დასავლეთით მდგარი სამრეკლო.

სამრეკლოების მეორე ჯგუფი ლევანის მეფობის ხანას შეიძლება დაუკავშირდეს, ესაა ალვანის ნათლისმცემლის, გრემის ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესიის, კარდანახის საბა-წმინდის, საყდრიონის წმინდა გიორგის და ფონას ეკლესიების სამრეკლოები. ისინი მიშენებულია ეკლესიის რომელიმე შესასვლელზე ისე, რომ სამრეკლოს ქვედა სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს.

XV-XVI საუკუნეებს განეკუთვნება ახშანის გორისჯვრის ეკლესიასთან მდგარი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულზე სამლოცველოა მოწყობილი.

მომდევნო პერიოდისაა ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესიის სამრეკლო, რომელიც ტაძრის შეკეთების დროსაა ჩადგმული, მატნის ცხრაკარას მონასტერში მთავარი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავზე დაშენებული ფანჩატური და სხვა.

კახელ ხურთმოძღვართა მხატვრულ-შემოქმედებითი დონის კარგი მაჩვენებელია საერო და სამონასტრო ნაგებობებიც. ადრეული პერიოდის საერო ხუროთმოძღვრება ძირითადად სასახლეებითაა წარმოდგენილი (კვეტერა, ვაჩნაძიანი, ვანთა, ველისციხე, ნეკრესი, ჭერემი, თიანეთი). სტრუქტურული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ისინი არსებითად ერთი და იმავე ტიპის ნაგებობებია — მცირედი სახესხვაობით. თითოეული მათგანი მკაფიოდ არის დანაწევრებული ფუნქციური მოთხოვნილებების შესაბამისად. ყველა შენობა ორსართულიანია. ქვედა სართულში ტავმოყრილია დამხმარე, სამომსახურო სათავსები, ზედა სართულში კი — ფეოდალის სამყოფელი და საზეიმო დარბაზი. ზედა სართული მნიშვნელოვნად მარალია ქვედაზე. გრძივი ფასადის მხარეს იგი დანაწევრებულია თანაბრად განლაგებული განიერი, მაღალი, თაღოვანი ღიობებით. ფრონტონით დასრულებული განივი ფასადების მხარეს ორ-ორი თაღოვანი ღიობია. საეკლესიო ნაგებობეისაგან განსხვავებით, აქ გადახურვა ბრტყელია, ხის კოჭებზე. ნაგებობები ქვითაა ნაშენი. ვაჩნაძიანსა და თიანეთში გამოყენებულია აგური — დიფერენცირებულად. აგური ყოველთვის დიდი ზომისაა. აგურიტაა ნაწყობი თაღები და კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო დეტალები. სასახლეებთან არქიტექტურული გადაწყვეტით ახლოს დგას იყალთოს მონასტრის აკადემიის სატრაპეზის ნაგებობები. ინტერიერისა და ფასადის თავისებური გაფორმებითაა გამორჩეული სოფელ კალაურის მახლობლად მდებარე ნათლისმცემლის მონასტრის სატრაპეზო, რომელიც წიანსწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, IX საუკუნით უნდა დათარიღდეს.

XVI საუკუნის საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ძეგლთაგანიალევან კახთა მეფის მიერ აგებული სასახლე, ე. წ. ცხრაკარა სოფელ ალვანთან. XVI საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება ამ სასახლიდან შორიახლოს მდგარი მეორე სასახლე. განსაკუთრებით საინტერესო დამნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამჟამად დიდად სახეშეცვლილი არჩილ მეფის სასახლე თელავში (გადაკეთებულია XVIII და XIX საუკუნეებში), რომელიც ე.წ. ბატონის ციხის კომპლექსშია ჩართული. საერო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის სახლი ნინოწმინდაში (XVIII საუკუნის 70-იანი წლები).

აღსანიშნავია კახეთის საცხოვრებელ ნაგებობათა ერთი ჯგუფი, რომლებშიც სამეურნეო-საცხოვრებელი და სათავდაცვო ფუნქციებია შერწყმული (რუსიპირის ადამაანთ ციხე, ახმეტის ჯანდიერაანთ ციხე და ზემო ხოდაშნის ბერაანთ ციხე).

კახეთის ხუროთმოძღვრებაში, საეკლესიო ნაგებობათ გარდა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სათავდაცვო, ანუ სამხედრო დანიშნულების ნაგებობებს. უჯარმის, თელავის, კვეტერის, ბოჭორმის, ვეჯინის, ხორნაბუჯის, მანავის, პანკისის და თორღვას ციხე კახეთის უძველესი ციხეებია. ისინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებშია აგებული და ქვეყნის თავდაცვის ერთიან სისტემას ქმნიდნენ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა უჯარმის, კვეტერის, ბოჭორმის და ვეჯინის ციხესიმაგრეებს. კახეთში ყველაზე ძ>იერ და გავლენიან ციხეებად ეს ციხეებია მოხსენიებული. ციხე-სიმაგრეებთან ერთად, შენდებოდა ციხე-დარბაზები, გალავნები და კოშკები, მეფეთა და ფეოდალთა სასახლეეები, ქალაქისა დასოფლის საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ნაგებობათა ქრონოლოგია დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს — დაწყებული ადრინდელი შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე — და ყოველი მათგანი ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს.

კახეთის ციხე-სიმაგრეები წმინდა სამხედრო-სათავდაცვო შენობებია, სადაც, გარდა გარნიზონის სადგომებისა, სხვა რაიმე მუდმივი საცხოვრებელი არ არის.

XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან აგებდნენ ციხე-გალავნებს, რომლებიც განკუთვნილი იყო (განსაკუთრებით ლეკიანობის დროს) ერთი ან რამდენიმე სოფლის მოსახლეობის შესახიზნად. ასეთი გალავნები შენდებოდა ვაკე ადგილას, ჩვეულებრივ მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ დიდ სოფლებში. გალავანი აღჭურვილი იყო ფართო ჭიშკრებით — ხალხისა და საქონლის სწრაფად შესახიზნად. გალავანს არავიტარი შიდა სათავდაცვო შიდა ნაგებობა არ გააჩნია. იგი შედგება საკუთრივ კედლებისა და მათ ხაზში ჩართული კოშკებისაგან, რომელთაგან ზოგი საცხოვრებელად გამოიყენებოდა. ციხე-გალავნის დანიშნულებას ცალკეულ ტაძართა ზღუდეებიც, რომლებიც თავიანთი ფართობით დიდად აჭარბებდა ციხე-სიმაგრეებსა და ციხე-დარბაზებს.

ყველა სახის სათავდაცვო ნაგებობაში ძირითადი ელემენტი არის კოშკი. XVIII საუკუნის ნახევრიდან, ცეცხლსასროლი იარაღის ფართოდ გავრცელების შემდეგ, უპირატესობა ენიჭება მრგვალ კოშკებს. სწორკუთხა კოშკი იშვიათია.

XIX საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც, საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, კახეთის ხუროთმოძღვრების განვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. აღარ შენდება ციხე-სიმაგრეები და სხვასადასხვა სათავდაცვო ნაგებობები. საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში მიზანდასახულად ინერგება რუსულ-ევროპული ხუროთმოძღვრების ელემენტები (ვაზისუბნის ნათლისმცემლის ეკლესია); ხდება ეკლესიატა საფუძვლიანი შეკეთება-გადაკეთება. არის შემთხვევები, როცა რუსეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობისათვის და ჯარის ნაწილებისათვის შენდება ახალი ეკლესიები. მიუხედავად ამისა, ეროვნული ხუროთმოძღვრული ტრადიციები არ ჩამკვდარა. ეკლესიების მშენებლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, ძირითადი ყურადღება გადატანილია საცხოვრებელ ნაგებობათა მშენებლობაზე. მათ ნაწილზე ნათლადაა ასახული ხუროთმოძღვრული ფორმების ადგილობრივ ფორმებთან ტრანსფორმაციის შედეგი (ჭავჭავაძეების სასახლე ყვარელში, დიმიტრი აფხაზის სასახლე კარდანახში, ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში, დავით სარაჯიშვილის სასახლე ბაკურციხეში, ლევან ჯანდიერის სახლი ვაჩნაძიანში და სხვა), რაც სავსებით ეთანხმება კახეტის ხუროთმოძღვრების ზოგად მიმართულებას XIX საუკუნეში.

კახეთში არაერთი ეკლესია იყო მოხატული. შემორჩენილი ნიმუშები ქართული მონუმენტური ფერწერის განვითარების ვრცელ პერიოდს მოიცავს. ადრინდელ ძეგლებში ისევე როგორც საქართველოს სხვა კუხეებში, გვხვდება კედლის ქვის წყობის იმიტაცია გრაფიკული ნახატით (ერწოს სიონი, ჟალეთის ბაზილიკა, ყვარლის სამების ეკლესია). XI საუკუნის მოხატულობის მცირე ნაწილია შემორჩენილი ალავერდის ტაძრის აფსიდში — ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურები და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტები. ტაძარში ასევე შემორჩენილია: XV, XVI და XVIII საუკუნეების მხატვრობის ნაშთებიც. XI საუკუნეში მოიხატა ძველი შუამტის დიდი გუმბათოვანი ეკლესია. XI საუკუნის I ნახევარში დაიწყო ოზაანის ამაღლების ტაძრის მოხატვა, როემლიც დასრულდა XIII საუკუნეში. XII საუკუნის დასაწყის განეკუთვნება ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატულობა. XIII საუკუნისაა არგოხის ყველაწმინდის ეკლესიის მოხატულობა, რომელიც მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული. ამავე დროით თარიღდება ასევე სანაგირის ბაზილიკისა და რუისპირის წმინდა შიოს ეკლესიის მოხატულობები.

კახეთის მონუმენტური მხატვრობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გარეჯის ფერწერულ სკოლას, რომელმაც თავისი არსებობის ხუთი საუკუნის განმავლობაში ასახა მონუმენტური მხატვრობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. გარეჯის ფერწერული სკოლიდან უძველესია დოდორქის მონასტრის წმინდა დოდოს სამარხი-ეკლესიის მოხატულობა. გარეჯის მრავალმთის მონასტრების კედლის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა გამოსახულებების სიმრავლე, მ. შ. საქართველოს მეფეტა პორტრეტები (ტამარ მეფე, მისი ძე გიორგი ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესია). გარეჯის სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი თავისებურებაა ეროვნული წმინდა ნის წმინდა დავითის ცხოვრების ამსახველი ციკლის შექმნა. უდაბნოს მონასტერიში ორი ასეთი ციკლია, რომელიც წმინდა დავითის სასწაულტანაა დაკავშირებული. ერთი მათგანი ორმოცი წამებულის ეკლესიაშია, მეორე — მონასტრის მთავარ ეკლესიაში. ცალკე უნდა გამოვყოთ ბერთუბნის მონასტრის საკრებულო ტაძრის მოხატულობა ღვთისმშობლის აპოკრიფული ცხოვრების ციკლით.

XVI საუკუნეში კახეთში არაერთი ეკლესია მოიხატა (გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია, ნინოწმინდის ტაძარი, მატნის ცხრაკარა, ვეჯინის ამაღლების ეკლესია, ახალი შუამთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ზემო ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია, ნეკრესის მონასტრის ბაზილიკა და სხვა.). ამ ძეგლტა შორის შესრულების დონით და მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისიტ, განსაკუთრებითაა გამორჩეული გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა. დაზიანების მიუხედავად, გარკვევით ჩანს, რომ მხატვრობა საგანგებო მნიშვნელობის სამეფო შეკვეთაა. იგი ტავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლს წარმოადგენს, რომლის უახლოესი სტილისტიკური პარალელები ათონის მთის მოხატულობათა შორის მოიპოვება. ცნობილია რომ, XVII საუკუნეში გრემის ფერწერის განახლებაზე მუშაობდნენ მოსკოვიდან მოწვეული ოსტატებიც.

სამეფო დაკვეთების გარდა, კახეთში შემორჩენილია ე. წ. „ხალხური“ მხატვრობის მრავალი საინტერესო ნიმუში, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება და ამ მხატვრობით მეტწილად ადრინდელი ადრინდელი ეკელსიებია შემკული (კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია — 2009 წელს მხატვრობის რესტავრაციისას, აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში, ჭვარტლისა და სანთლის მოხსნის შემდეგ, გამოჩნდა წმინდა ნინოს გამოსახულება შესაბამისი ასომთავრული წარწერით, ზეგაანის მონასტრის წმინდა მარინეს ეკლესია, ერელაანტ საყდარი მატანთან, ფიჩხოვნის ნათლისმცემლის ეკლესია და სხვა).

1823 წლით დატარირებული მეტად საინტერესო კედლის მხატვრობა ამკობს ბოდბის მონასტრის ბაზილიკას, მისი დამკვეთია დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში აღზრდილი ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილი.

კახეთის სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურის ძეგლები, ისევე როგორც სრულიად საქართველოსი, ხასიატდება პროპორციების გარკვეული სიმკვეთრით, ნაწილტა ჰარმონიული შეთანხმებით და მასშტაბით. ისინი არ გადიან განსაზღრული „ადამიანური“ ზომების საზღვრებიდან. შიდა სივრცე გამოირჩევა რბილი, დენადი, ბუნებრივი გადასვლებით ერთი შემადგენელი ნაწილიდან მეორეზე. ამაში გარკვეულ როლს თამაშობს სინათლის წყაროების განაწილების სისტემა. სინათლის მთავარი წყარო თავმოყრილია გუმბათში, მას ემატება სარკმლებიდან და შესასვლელებიდან შემოსული შუქი, როემლიც რბილი გადასვლებით იატაკამდე აღწევს.

თავისი განვითარების გრძელ გზაზე კახეთის არქიტექტურა ქმნის შიდა სივრცეს, რომელშიც სრული სიცხადიტაა გადმოცემული თავისუფლების სიდიადისა და სიმაღლის შეგრძნება.

ლიტერატურა რედაქტირება