კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი — დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც კახეთის რეგიონში მუშაობს. ხელმძღვანელობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებით და საერთაშორისო ნორმებით.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, კახეთის საინფორმაციო ცენტრი 2009 წლიდან გამოსცემს პირველ ინტერნეტ-გაზეთს კახეთში. გამოცემას ამზადებენ პროფესიონალი ჟურნალისტები, მის შექმნაში ასევე მონაწილეობენ სტუდენტები. საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები კახეთის ყველა რეგიონში მუშაობენ, ასევე სპეციალური კორესპონდენტები ჰყავს პანკისის ხეობასა და საინგილოში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა; მანამდე, 3 წლის მანძილზე ცენტრი კახეთის რეგიონულ გაზეთ „იმედს“ გამოსცემდა.

მედიაორგანიზაცია ყოველდღიურად ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციებსა და ფოტომასალას; ამზადებს ანალიტიკურ სტატიებს და ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში ყოველდღიურად იღებენ ქართულ ენაზე მომზადებულ ინფორმაციას კახეთში მიმდინარე ყველა პროცესზე.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება