კახაბერ კახაბერისძე (XII საუკუნე)
(გადამისამართდა გვერდიდან კახაბერისძე, კახაბერ (XII ს.))
კახაბერ კახაბერისძე — XII საუკუნის 80-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რაჭისა და თაკვერის ერისთავი. გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, თამარის მეორე კორონაციის დროს, ქუთათელ მთავარეპისკოპოს ანტონ საღირის ძესთან ერთად სამეფო გვირგვინი დაადგა თამარს. შემდეგ კახაბერისძეები ოპოზიციაში ჩაუდგნენ თამარს. მართალია, წყაროებში უშუალოდ კახაბერს არ ასახელებენ განდგომილთა შორის, მაგრამ საფიქრებელია, რომ საგვარეულოს მეთაური და რაჭის ერისთავი კახაბერისძე თამარის „ქუეგამხედვართა“ შორის იქნებოდა.
ლიტერატურარედაქტირება
- ანთელავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.