კაცი, რომელიც იცინის

კაცი, რომელიც იცინის (ფრანგ. L'Homme qui rit) — ვიქტორ ჰიუგოს რომანი, რომელიც პირველად 1869 წლის აპრილში გამოიცა. იგი რომანს თხუთმეტი თვის განმავლობაში არხის კუნძულებზე ცხოვრებისას წერდა.

„კაცი, რომელიც იცინის“
L'Homme qui rit

ავტორი ვიქტორ ჰიუგო
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამომცემელი A. Lacroix, Verboeckhoven & Ce
გამოცემის თარიღი აპრილი, 1869
მედია ბეჭვდითი (სქელ და თხელ ყდიანი)
oclc 49383068
მომდევნო ოთხმოცდაცამეტი წელი
ISBN 978-2-07-041871-8

რომანი ეკრანიზირებულია რამდენიმეჯერ, მათ შორის ყველაზე განთქმულია 1928 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ ლენი.

რომანში აღწერილია XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. ჰიუგო ამხილებს მონარქიის თვითნებობასა და შუასაუკუნეობრივი ფეოდალური ტრადიციების დამცველი არისტოკრატის სისასტიკეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვიქტორ ჰიუგო - კაცი, რომელიც იცინის; „ნაკადული“, თბილისი, 1977; გვ. 2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება