კაცები“ — პოპულარული ქართული იუმორისტული თოქშოუ, რომელიც ირაკლი კაკაბაძეს, დავით ლაბაძეს, ირაკლი ვახტანგიშვილსა და გიორგი ჯანელიძეს მიჰყავთ. პირველი გადაცემა 2018 წლის 6 თებერვალს (Facebook) და 1 მაისს (პირველი არხი) გავიდა ეთერში. 2023 წლის აგვისტოში პირველმა არხმა გადაცემა დახურა და ჩვენება მხოლოდ Youtube-ზე გაგრძელდა. ამავედროულად პირველი არხის პლატფორმაზე, 1TVPLAY-ზე, „კაცების“ ახალი პროექტი, „კაცები Play“, დაიწყო. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს პირველმა არხმა „კაცები Play“-იც დახურა.[1]

კაცები
ეფუძნება კაცების შოუ
წამყვანი ირაკლი კაკაბაძე
დავით ლაბაძე
ირაკლი ვახტანგიშვილი
გიორგი ჯანელიძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 26
სერია 537
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ირაკლი კაკაბაძე
ხანგრძლივობა 40 წთ. — 2 სთ.
ეთერი
ორიგინალური არხი იმედი (2008—2013)
მაესტრო (2014)
TV11 (2014—2015)
Facebook (2018, 2020—2022)
პირველი არხი (2018—2023)
YouTube (2021—დღემდე)
1TVPLAY (2023)
ეთერში 2008 — დღემდე

ისტორია რედაქტირება

გადაცემა სეზონი ეპიზოდები საპრემიერო ჩვენება
პირველად ბოლოს ქსელი
ღამის შოუ 1 15 11 ნოემბერი 2008 1 მაისი 2009 იმედი
კაცების შოუ 1 15 22 აპრილი 2012 26 ივლისი 2012
2 24 2 თებერვალი 2013 26 ივლისი 2013
3 11 14 სექტემბერი 2013 15 დეკემბერი 2013
ოთხი ოთხზე 4X4 1 17 9 მარტი 2014 20 ივლისი 2014 მაესტრო
სტუმრად კაცებთან 1 31 16 ოქტომბერი 2014 23 ივლისი 2015 TV11
გაზეთები 1 11 17 ოქტომბერი 2014 26 დეკემბერი 2014
კაცები 1 15 6 თებერვალი 2018 26 აპრილი 2018 Facebook
2 13 1 მაისი 2018 25 ივლისი 2018 პირველი არხი
3 14 19 სექტემბერი 2018 5 იანვარი 2019
4 28 17 იანვარი 2019 31 ივლისი 2019
5 16 14 სექტემბერი 2019 4 იანვარი 2020
6 71 18 იანვარი 2020 5 ივნისი 2021
7 25 10 ივლისი 2021 2 იანვარი 2022
8 27 21 იანვარი 2022 19 აგვისტო 2022
9 50 2 სექტემბერი 2022 25 აგვისტო 2023
10 32 31 აგვისტო 2023 დღემდე YouTube
მოთელვა 1 25 14 ივნისი 2018 15 ივლისი 2018 პირველი არხი
2 23 11 ივნისი 2021 11 ივლისი 2021
უპოდკასტესი 1 10 31 მარტი 2020 20 მაისი 2020 Facebook
კაცები და Lay's-ი 1 5 5 აპრილი 2021 28 მაისი 2021
2 3 27 აპრილი 2022 27 მაისი 2022
კაცების პოდკასტი 1 22 11 ივნისი 2021 11 ივლისი 2021 YouTube
კაცები VLOG 1 12 25 ნოემბერი 2022 29 იანვარი 2024
2 1 24 მარტი 2024 დღემდე
კაცები PLAY 1 21 9 სექტემბერი 2023 დღემდე 1TVPLAY / Youtube[ა]
2 TBA TBA TBA Youtube
  1. მე-17 ეპიზოდამდე გამოდიოდა 1TVPLAY-ზე, 18-ე ეპიზოდიდან გამოდის Youtube-ზე

კაცების კინო რედაქტირება

2012 წლის 12 დეკემბერს გამოვიდა მხატვრული ფილმი „კაცების კინო“. მასში მოთხრობილია „კაცების შოუს“ წამყვანების ღამის თავგადასავალზე თბილისში. სტუდიის ბოლო ფილმის ყიდვას გავლენიანი უცხოელი პროდიუსერი აპირებს. კომპიუტერს, რომელშიც ფილმის ჩანაწერი ინახება, შენობაში ჩასული წყალი აზიანებს. მეორე ასლი კი ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა, რომელმიც წინა საღამოს რამდენიმე თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა, დროს ატარებდა, დათვრა და ეს ასლი გადაცემის ფანს, ერთი დღით, ათხოვა, ოღონოდ ამ ფანის არც ვინაობა იცის და არც სახე ახსოვს.

კაცები LIVE რედაქტირება

2023 წლის აპრილიდან კაცები პერიოდულად ატარებენ LIVE კონცერტებს — კაცები LIVE, დღეისთვის ჩატარდა 13 კონცერტი. 2023 წლის 14 ნოემბერს გამოვიდა კონცერტების ამსახველი დოკუმენტური ფილმი „კაცები LIVE - დოკუმენტური“[2].

კონცერტების განრიგი რედაქტირება

წელი თარიღი ჩატარების ადგილი
2023 1 აპრილი ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზი, თბილისი
21 მაისი
7 ივლისი
9 ივლისი
11 ივლისი
29 სექტემბერი
1 ოქტომბერი
3 ნოემბერი
5 ნოემბერი
7 ნოემბერი
2024 15 მარტი
16 მარტი
17 მარტი

კაცები Party რედაქტირება

პირველი „კაცები Party“ არის კაცების შოუსთნ დაკავშირებული მოვლენების აღნიშვნა არაფორმალურ, კლუბურ გარემოში[3][4][5].

კონცერტების განრიგი რედაქტირება

წელი თარიღი მოვლენა ჩატარების ადგილი
2023 6 ოქტომბერი 100 000 გამომწერის აღნიშვნა სახელოსნო ბარი, თბილისი
2024 5 იანვარი 5 იანვრის დღესასწაულის პირველი სახალხო აღნიშვნა ლისი პანორამა, თბილისი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ბაიდაური, ნინო (18 დეკემბერი, 2023). „რა უჯდება საზ.მაუწყებელს გადაცემები, რომლებიც იხურება“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. კაცები LIVE - დოკუმენტური YouTube-ზე
  3. https://tkt.ge/event/372236/kacebi-party
  4. კაცები PARTY !!! იჩქარეთ !!! YouTube-ზე
  5. https://biletebi.ge/katsebi-party/katsebi-party-katsebi-party