კაშიმა (იბარაკი)
კაშიმა (იაპონ. 鹿嶋市 კაშიმა-ში?) — ქალაქი იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში. 2018 წლის აპრილისთვის ქალაქის მოსახლეობა 67 650 კაცს შეადგენდა, სიმჭიდროვე კი 631კაცი/კმ²-ს. მისი ფართობი 106.02კმ²-ია. კაშიმას საფეხბურთო სტადიონი გამოყენებული იქნა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს. აქ მდებარეობს შინტოს ტაძარი, რომელიც მრავალი იაპონური ფარიკაობის ხელოვნების (კენძიუცუს) წარმოშობის ადგილად მიიჩნევა. ის აღმოსავლეთში მდებარე ტაძართა შორის ერთ-ერთი უძველესია.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაშიმა 鹿嶋市 | |||||
კაშიმას გამგეობის შენობა | |||||
| |||||
ქვეყანა | იაპონია | ||||
რეგიონი | კანტო, იბარაკის პრეფექტურა | ||||
კოორდინატები | 35°57′56″ ჩ. გ. 140°38′41″ ა. გ. / 35.965639° ჩ. გ. 140.644833° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 სექტემბერი, 1995 | ||||
ფართობი | 106.2 კმ² | ||||
მოსახლეობა | 67,650 (2018 აპრილი) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 631 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+9 | ||||
ოფიციალური საიტი | city.kashima.ibaraki.jp | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებაკაშიმა მდებარეობს იბარაკის პრეფექტურის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ხოლო დასავლეთით — ტბა კასუმიგაურა.
ისტორია
რედაქტირებაკაშიმა განვითარადა ნარას პერიოდში. მეიძის რესტავრაციის შემდეგ დაარსდა ქალაქი კაშიმა. 1954 წელს მან შეიერთა მიმდებარე სოფლები: ტაკამაცუ, ტოიოსუ, ტოისატო და ნამინო. 1995 წლის 1 სექტემბერს შეურთდა სოფელ ონოს.
ეკონომიკა
რედაქტირებაკაშიმა არის კაშიმას ინდუსტრიული ზონის ცენტრალური ქალაქი. იქ დაახლოებით 1500 ქარხანაა, ძირითადად ფოლადისა და ნავთობის გადამამუშავებელი. იაპონიის ხელისუფლებამ ეს ზონა 1963 წელს შექმნა და მისი განვითარება 1973-ში დაამთავრა.
განათლება
რედაქტირებაკაშიმას აქვს 12 დაწყებითი, 6 საშუალო და 4 უმაღლესი სკოლა.
სპორტი
რედაქტირება„კაშიმა ანტლერს“ არის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი.
ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- კაშიმას სამლოცველო (ტაძარი)
გამოჩენილი ადამიანიები
რედაქტირება- რიუტა სასაკი – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
- ჰიტოში სოგაჰატა – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
- იუიჩი ნემოტო – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
- იასუტაკა ნომოტო – პროფესიული ფეხბურთის მოთამაშე
- ჯური ტაკაჰაში – მომღერალი
გალერეა
რედაქტირება-
კაშიმას პორტი
-
კაშიმას საფეხბურთო სტადიონი
-
ტორიის კარიბჭე კაშიმას სამლოცვლეოს შესასვლელთან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კაშიმა
- ოფიციალური საიტი (იაპონური)