კატეგორიის განხილვა:ინიამბანის პროვინცია

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII

დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს, რადგან არსებობს მისი ნამდვილი გვერდი ინიამბანეს პროვინცია. (დააკვირდით: ინიამბანეს პროვინცია და არა ინიამბანის პროვინცია, განსხვავება ერთ ასოშია — ე↔ი). საქმე იმაშია, რომ დღევანდელ დღემდე ამ პროვინციის ზოგი რაიონი მოთავსებული იყო ინიამბანეს პროვინციაში, ზოგი კი ინიამბანის პროვინციაში (ადრე დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო ორივე გვერდი არსებობდა). მეც ავდექი და ყველა რაიონი თუ ქალაქი გადავიტანე ინიამბანეს პროვინციაში, რომელიც გრამატიკულად სწორეა, მაგრამ ვერ შემაქვს სხვა ენების კატეგორიაში, რადგანაც იქ უკვე იმყოფება ეს არასწორი ინიამბანის პროვინცია. რაც მალე გავაუქმებთ ამ ინიამბანის პროვინციის გვერდს საქმისათვის უფრო კარგი იქნება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:25, 3 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

რატომ გგონიათ რომ პორტუგალიურ ენაში ბოლოში ასე e იკითხება როგორც ე? ამის მიხედვით: e — ი: Belo Horizonte — ბელუ-ორიზონტი, Flores — ფლორიშ-ი, Jorge — ჟორჟი. --ჯაბა 1977 15:38, 3 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
საქმე სხვა რამეშია. ინიამბანეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ინიამბანე და ეს ქალაქი ქართული ვიკიპედიის ნებისმიერ სტატიაში იწოდება ინიამბანე და არა ინიამბანი. შესაბამისად პროვინციაც გრამატიკულად იქნება ინიამბანეს პროვინცია და არა ინიამბანის პროვინცია. კიდევ უფრო მეტი: წინა წლებში ამ პროვინციის რაიონების ქართულ ენაზე შექმნის დროს ზოგ რაიონში იწერებოდა რომ ეს რაიონი შედის ინიამბანეს პროვინციაში, ხოლო ზოგ რაიონში ინიამბანის პროვინციაში. სტატიის ბოლოში კატეგორიაც კეთდებოდა შესაბამისი, ანუ იმ რაიონებში, რომელშიც ეწერა, რომ რაიონი შედის ინიამბანეს პროვინციაში კატეგორიაც შესაბამისად იქმნებოდა ინიამბანეს პროვინციისა, ხოლო იმ რაიონებში, რომელშიც ეწერა, რომ რაიონი შედის ინიამბანის პროვინციაში კატეგორიაც შესაბამისად იქმნებოდა ინიამბანის პროვინციის. შედეგად ქართულ ენაზე მივიღეთ მოზამბიკის რეალობაში არსებული ერთი პორტ. Inhambane-ის პროვინციის ორი პროვინცია, სადაც ერთს ქვია ინიამბანეს პროვინცია, ხოლო მეორეს ინიამბანის პროვინცია. ჩემი აზრით, რადგან პროვინცია პორტ. Inhambane-ს ადმინისტრაციული ცენტრის დასახელებას თუ ვთარგმნით, როგორც ინიამბანე, მაშინ მისი პროვინციაც იქნება ინიამბანეს პროვინცია. და თუ ეს სწორეა (მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ სწორეა) მაშინ უნდა წავშალოთ ინიამბანის პროვინცია და დავტოვოთ ინიამბანეს პროვინცია, რაც ჯერ-ჯერობით დატოვებულია და ძალიანაც კარგი, რომ დატოვებულია. რაც შეეხება პორტუგალიური ტოპონიმების ქართულად თარგმნას, ჯობია ამ საკითხში პორტუგალიურად ჩემზე გაცილებით უკეთესად მოლაპარაკე ადამიანები ჩაერთონ დებატებში, რადგან პორტუგალიური Jorge სულაც არ არის ჟორჟი და არც Flores-ია ფლორიში, ხოლო იმის გასარჩევად თუ რომელი ენიდან არის ნათარგმნი Belo Horizonte, ალბათ ჯობია ჩრდილოეთისკენ გავიხედოთ (თუმცა გაცილებით ჯობია სულაც არ გავიხედოთ, დარჩეს ბელუ-ორიზონტი, ამ დასახელებაში ცუდი არაფერია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:44, 3 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
სხვათა შორის 2013 წლის 3 მარტს 20:18 სთ-ზე მომხმარებელმა SHOTHA-მ გვერდი „ინიამბანის პროვინცია“ გადაიტანა გვერდზე „ინიამბანეს პროვინცია“, მაგრამ ინიამბანის პროვინციის ის რაიონები, რომლებიც გადატანამდე იყვნენ კატეგორიაში ინიამბანის პროვინცია ისევ იქ დარჩნენ, ანუ კატეგორია ინიამბანის პროვინციაში, ხოლო გადატანის შემდეგ შექმნილი „ინიამბანეს პროვინციის“ რაიონები მოექცნენ კატეგორიაში ინიამბანეს პროვინცია. ანუ მე მინდა დავაზუსტო, რომ აქ გასასწორებელია კატეგორია და არა თვითონ პროვინციის დასახელება. პროვინცია, როგორც ზემოთ ავღნიშნე SHOTHA-მ გაასწორა 2013 წლის მარტში, მაგრამ კატეგორია დარჩა ორი — „კატეგორია: ინიამბანეს პროვინცია“ და „კატეგორია: ინიამბანის პროვინცია“. ბუნებრივია ერთი კატეგორია ზედმეტია და რადგან გვაქვს ერთი გვერდი „ინიამბანეს პროვინცია“ დავტოვოთ „კატეგორია: ინიამბანეს პროვინცია“. დასკვნა ? „კატეგორია: ინიამბანის პროვინცია“ წასაშლელია!GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:48, 3 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

პირველ რიგში როდესაც მსგავსი დავებია გადავხედავ ზემოთ მითითებულ დახმარების გვერდს და შემდეგ უკვე ლექსიკონებს. ასე მოხდა ახლაც და აი რა აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარების გვერდ გვეუბნება: Belo Horizonte — ბელუ-ორიზონტი, თურმე საზღვარგაეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ლექსიკონში (საიდანაც ეს დახმარების გვერდია შექმნილი) წერია (თბ., 1989 გვ. 79) ამის საპირისპიროდ წერია: ინიამბანე - Inhambane (ეს კიდევ ერთი მაგალითია რომ ამ წიგნში ყველა წესი არაა ბოლომდე სანდო). ასე რომ ახლა სრულიად ვემხრობი ამ კატეგორიის გადატანას და უკვე მაინტერესებს ინიარიმის რაიონი (Inharrime) თუ ინიარიმეს რაიონი? ომოინის რაიონი (Homoine) თუ ომოინეს რაიონი? მორუმბინის რაიონი (Morrumbene) თუ მორუმბინეს რაიონი? --ჯაბა 1977 09:54, 4 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

Jaba1977 მივხვდი რასაც ამბობთ და გეთანხმებით კიდევაც. მე პირადად არანაირი პრეტენზია არა მაქვს მოზამბიკის ადმინისტრაციულ ერთეულს „ინიამბანეს პროვინციას“ დავარქმევთ თუ „ინიამბანის პროვინციას“, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 2013 წლის 3 მარტს 20:18 სთ-ზე მომხმარებელმა SHOTHA-მ გვერდი „ინიამბანის პროვინცია“ გადაიტანა გვერდზე „ინიამბანეს პროვინცია“. ასე რომ არჩევანი უკვე თითქმის 3 წელია გაკეთებულია. საქმე ეხება მხოლოდ კატეგორიას. დამეთანხმებით, რომ დაუშვებელია ერთი ნებისბიერი ქვეყნის ნებისმიერ ადმინისტრაციულ ერთეულს ჰქონდეს ორი ან მეტი კატეგორია, ანუ თითქმის სამი წლის წინ არჩეულ „ინიამბანეს პროვინციას“ ჰქონდეს ორი კატეგორია — „კატეგორია: ინიამბანეს პროვინცია“ და „კატეგორია: ინიამბანის პროვინცია“. ამ პარადოქსით მივიღეთ ის, რომ თითქმის სამი წლის წინ არჩეული „ინიამბანეს პროვინციის“ ზოგიერთი რაიონი შედიოდა „კატეგორია: ინიამბანეს პროვინციაში“, ზოგიერთი კი „კატეგორია: ინიამბანის პროვინციაში“. მეც ავდექი და ის რაიონები, რომლებიც შედიოდა „კატეგორია: ინიამბანის პროვინციაში“ გადავიტანე თითქმის სამი წლის წინ არჩეული „ინიამბანეს პროვინციის“ შესაბამის „კატეგორია: ინიამბანეს პროვინციაში“. შედეგად გვერდი — „კატეგორია: ინიამბანის პროვინცია“ დაცარიელდა და ჩემი აზრით წაშლას ექვემდებარება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:30, 4 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „ინიამბანის პროვინცია“-ზე დაბრუნება.