კასპიის რეგიონიკასპიის ზღვის მიმდებარე ისტორიული და გეოგრაფიული რეგიონი[1].

კასპიის ზღვის აუზი

კასპიის რეგიონის სახელი პირველად რუსმა გეოგრაფებმა XVIII საუკუნეში გამოიყენეს.

12 აგვისტოს ის ქვეყნები, რომელთაც კასპიის ზღვაზე აქვთ გასასვლელი აღნიშნავენ ყოველწლიურ დღესასწაულს „კასპიის ზღვის დღე“, ანუ „კასპიის დღე“, რომლის მიზანია ყურადღების მიპყრობა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბის პრობლემებზე.

გეოგრაფია

რედაქტირება

კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 6,5–6,7 ათასი კილომეტრია, ხოლო კუნძულების ჩათვლით – 7 ათას კილომეტრამდე აღწევს. ნაპირები უმეტესად დაბალი, ბრტყელი და გლუვია. ჩრდილოეთ ნაწილში სანაპირო ზოლი ძლიერ ჩაღრმავებულია წყლის არხებითა და ვოლგისა და ურალის დელტას კუნძულებით. ამ რეგიონში ნაპირები დაბალია, ჭაობიანია, ხოლო წყლის ზედაპირი მრავალ ადგილას დაფარულია მცენარეულობით. აღმოსავლეთ სანაპიროზე დომინირებს კირქვის ნაპირები, რომლებიც ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებს ესაზღვრება. დასავლეთ სანაპიროზე აფშერონის ნახევარკუნძულის მიდამოები და აღმოსავლეთ სანაპიროზე ყაზახეთის ყურისა და ყარა-ბოღაზ-გოლის მიდამოები გამოირჩევა ყველაზე დახვეული ნაპირებით.

კასპიის ზღვის რეგიონი ოთხ ძირითად გეოგრაფიულ ზონად იყოფა:

1.    აღმოსავლეთ კასპიის რეგიონი

ამ რეგიონს ტრანსკასპიურ რეგიონსაც უწოდებენ. ის მოიცავს ყაზახეთის მანგისთაუს ოლქსა და თურქმენეთის ბალკანის ველაიათს.

2.    სამხრეთ კასპიის რეგიონი

სამხრეთ კასპიის ზონა ირანის სამ ოსტანს (პროვინციას) მოიცავს: გილანს, მაზანდარანს და გულისტანს.

3.    ჩრდილოეთ კასპიის რეგიონი

ამ ნაწილში შედის რუსეთის ასტრახანის ოლქი და ყალმუხეთს, ასევე ყაზახეთის ატირაუს ოლქს.

4.    დასავლეთ კასპიის რეგიონი

ეს ზონა მოიცავს რუსეთის, კერძოდ დაღესტანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს.