გივი კარტოზია

(გადამისამართდა გვერდიდან კარტოზია, გივი)

გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია (დ. 29 მარტი, 1929, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1998, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).

გივი კარტოზია
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1929
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 3 აპრილი, 1998
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 176 სმ
წონა 79–87 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო და სსრკ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მელბურნი 1956 -79 კგ.
ბრინჯაო რომი 1960 -87 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ნეაპოლი 1953 -79 კგ.
ოქრო კარლსრუე 1955 -79 კგ.
ოქრო ბუდაპეშტი 1958 -79 კგ.

ბიოგრაფია რედაქტირება

1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი[1] და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი,[2] მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის.

საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის , ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით.

პერიოდიკა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხუჭუა ა., გივი კარტოზია, კრ.: ოლიმპიურ სარბიელზე, თბ., 1959

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება