კარლ ჯონსონი (Grand Theft Auto)

(გადამისამართდა გვერდიდან კარლ „სიჯეი“ ჯონსონი)

კარლ „სიჯეი“ ჯონსონი (Carl "CJ" Johnson) — გამოგონილი პერსონაჟი, ვიდეოთამაშ Grand Theft Auto: San Andreas-ის მთავარი გმირი. ის პირველი შავკანიანი პერსონაჟია თამაშების სერიებში. თამაშის მიმდინარეობისას ის 25 წლისაა. სხვა პერსონაჟებისაგან განსხვავებით, მას ძალადობა არ იზიდავს. ის ლოს-სანტოსში გრუვ სტრიტის ოჯახების ბანდის ერთ-ერთი ლიდერია.

კარლ „სიჯეი“ ჯონსონი
Grand Theft Auto-ს პერსონაჟი
პირველი გამოჩენა Grand Theft Auto: San Andreas - The Introduction
პირველი თამაში Grand Theft Auto: San Andreas (2004)
შემქმნელი Rockstar Games
გამხმოვანებელი იანგ მეილი[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1968 წელს ლოს-სანტოსში. ცხოვრობდა დედასთან, ბევერლი ჯონსონთან, უფროს ძმა შონ „სვიტ“ ჯონსონთან და უმცროს და კენდლთან. აგრეთვე ჰყავდა უმცროსი ძმა ბრაიანი.

1987 წელს ის უკვე იყო ბანდის ლიდერი, მაგრამ თავისი ძმის, 12 წლის ბრაიანის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ის იძულებულია, დატოვოს ქალაქი და მიემგზავრება ქალაქ ლიბერთი სითიში, სადაც მანქანების ქურდად იწყებს მუშაობას მაფიოზური ოჯახის უფროსის, სალვადორე ლეონეს შვილთან, ჯოისთან.

5 წლის შემდეგ მის სახლს ლოს-სანტოსში დაესხნენ გრუვ სტრიტის ოჯახების მტრები, ბანდა „ბალასის“ წევრები, იმ იმედით, რომ მოკლავდნენ სვიტს, ოჯახების ახლანდელ ლიდერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახლში სვიტი კი არა, დედამისი, ბევერლი იმყოფებოდა. სვიტიმ მაშინვე დაურეკა ძმას და აცნობა, რომ დედა მოკლეს.[2] ამის შემდეგ სიჯეი ლოს-სანტოსში 1992 წელს დაბრუნდა.

აღმოჩნდა, რომ სიჯეის არყოფნის განმავლობაში გრუვის ბანდის გაქმე მთლად გაფუჭებულიყო. ახლა ქალაქის ტერიტორიას აფრო-ამერიკული ბანდა ბალასი და მექსიკური სანტოს ვაგოსი ინაწილებდნენ. სიჯეი ცდილობდა, მოეგვარებინა ბანდის ყველა საქმე. ამ დროს მისი და კენდლი ლათინოამერიკული ბანდის, ვარრიოს ლოს აცტეკასის ლიდერს, ლეროი „ცეზარ“ ვიალპანდოს ხვდებოდა. სვიტი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან არ სურდა, რომ კენდლი მტრულ ბანდასთან დაახლოვებულიყო და დაღუპულიყო, ამიტომ სათვალთვალოდ სიჯეის გააგზავნა.

მისი ეჭვები არ გამართლდა — ცეზარი აღმოჩნდა ფრიად სასიამოვნო ბიჭი, რომელიც, როგორც გრუვ სტრიტის ოჯახები, ეწინააღმდეგებოდა ნარკოტიკებს, აგრეთვე მართავდა ლოურაიდერების კონკურსებს და ქუჩის რბოლებს. მალე ცეზარი და სიჯეი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. ცეზარმა მალევე დაუმტკიცა კარლს, რომ სიჯეის მეგობრები ბიგ სმოუკი და რაიდერი ბანდას ღალატობდნენ. ამ დროს C.R.A.S.H.-ის დეპარტმენტმა გადაწყვიტა, სიჯეი ქალაქიდან მოეშორებინა, რადგან მან საკმაოდ ბევრი იხილა და გაიგო. სვიტი ციხეში ჩასვეს, ხოლო სიჯეი გააგზავნეს ლოს-სანტოსის სოფლურ შემოგარენში, ეინჯელ-პეინში. იქვე მიემგზავრებიან სახლდაკარგული ცეზარი და კენდლი. რაღაც დროით სიჯეი მუშაობს ცეზარის ბიძაშვილ კატალინასთან, მასთან ერთად სიჯეი იწყებს ქურდობას.

შემდეგ ის მონაწილეობდა არალეგალურ რბოლებში სადაც ნახულობს კატალინას შეყვარებულს გლოტს (ფიგურირებს GTA 3-ში) ამ რბოლის დროს ის გაიცნობს ვუ-ზი-მუ-ს აგრეთვე ცნობილი როგორც ვუ-ზი რომელიცაა ტრიადების ბოსი. რბოლის შემდეგ სიჯეიმ გაიმარჯვა და კატალინამ მისცა გარაჟის გასაღები და დოკუმენტები. სიჯეი მოძღვართნ ერთდ მიდის სან ფიეროში. კარლი იწყებს მუშაობას ვუ-ზი-მუ-სთან. ასევე ის ეძებს იმ ხალს ვინებმაც დაასუსტა მისი ბანდა. ჯერ მათთან მუშაობს, პოულებს მატ წრმენას და კლავს. მისი პირველი მსხვერპლი ხდება ჯიზი-ბი რომელიც აკონტროლებს პროსტიტუციას სან ფიეროში, შემდეგ მოვიდა ტი-ბოუნ მენდეზის „სან ფიერო რიბას“ მთავრის და ძველი მეგობარი რაიდერის ჯერი.

ჯიზი-ბის ერთი ადამიანი, მაიკ ტორენო თვითმფრინავის აფეთქების შემდეგ გადარჩა. კარლი ისევ ფიქრობს თავის ძმაზე და ოჯახზე, ზუსტად ამ დროს ისევ ბრუნდება ტორენო.აღმოჩნდა რომ ის საიდუმლო აგენტია და მას სჭირდება კარლის დახმარება. ის პირდება რომ თუ კარლი მას დაეხმარება, ის გამოიყვანს მის ძმას ციხიდან. კარლი გადადის ლას ვენტურაში. მან ვუ-ზი სთან ერთად შეასრულა ძალიან რთული ქურდობა კონკურილებულ კაზინო „კალიგულაში“.

სქოლიო რედაქტირება

  1. Full Grand Theft Auto: San Andreas credits. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: October 1, 2006.
  2. McLaughlin, Rus; Thomas, Lucas M.. IGN Presents The History of Grand Theft Auto. IGN (May 6, 2013). ციტირების თარიღი: June 8, 2013.