კარლო ფაჩულია

ქართველი მხატვარი და ილუსტრატორი

კარლო ფაჩულია (დ. 24 აპრილი, 1942, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი მხატვარი და ილუსტრატორი.

ბიოგრაფიარედაქტირება

კარლო ფაჩულიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1975 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო.

1969-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; 1985 წლიდან გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“; 1998 წლიდან გაზეთ „ქომაგის“ მხატვარ-რედაქტორი. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის გამოფენათა დირექციაში, ნოიებრანდენბურგის კულტურის განყოფილების ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება