კარენ მურადიანი (სომხ. Կարեն Մուրադյան; დ. 1 ნოემბერი, 1992, გიუმრი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად იგი თამაშობს სომხეთის საფერბურთო პრემიერლიგის გუნდ შირაკში.

კარენ მურადიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Կարեն Մուրադյան
დაბადების
თარიღი
1 ნოემბერი, 1992 (1992-11-01) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
გიუმრი, სომხეთი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
შირაკი
ნომერი 19
ახალგაზრდული კარიერა
„SDUSHOR ლაბორ რევერვის“
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011 - 2015 შირაკი 74 (2)
2015 - 2017 ალაშკერტი 36 (1)
2017 გალივერ მალბერგეტსი 5 (0)
2017 ალაშკერტი 2 (0)
2018 - შირაკი 24 (1)
ეროვნული ნაკრები
2012 - 2015 სომხეთის 21-წლამდელთა 3 (0)
2012 - სომხეთის ეროვნული ნაკრები 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

კარენ მურადიანი დაიბადა გიუმრში. ერთი წლის ასაკში ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მურადიანმა ფეხბურთის ყურება ტელევიზორში დიაიწყო. მას თანდათან უფრო მოსწონდა სპორტის ეს სახეობა და 7 წლის უკვე ასაკში სურდა ფეხბურთელი გამხდარიყო. ორი წლის შემდეგ იგი შევიდა პირველ საფეხბურთო სკოლაში, „CYSS Mytischi“-ში. ახალგაზრდულ კარიერაში მან 3 გუნდი შეიცვალა. მათგან ბოლო იყო „SDUSHOR ლაბორ რევერვისი“. 2008 წელს კლუბში ნაჩვენები შედეგით, მურადიანი შეუერთდა მოსკოვში არსებულ გუნდს და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე ადგილი დაიკავა.

შემდგომ პერიოდში კარენ მურადიანი საცხოვრებლად მშობლიურ გიუმრიში დაბრუნდა; აქ იგი შეხვდა კლუბ შირაკის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, იგი კლუბში სათამაშოდ მიიწვიეს, ხოლო მოგვიანებით კონტრაქტი გაუფორმეს. 2011 წლის 24 ივლისს შედგა მისი დებიუტი კლუბში (მიკა ერევანის წინააღმდეგ). მან ხსენებული თამაში სასტარტო შემადგენოლობაში დაიწყო, თუმცა მე-60 წუთზე არმან მარგარიანმა შეცვალა იგი. მისი დებიუტი გუნდის დამარცხებამ გადარჩრდილა: მათ ანგარიშით 1:4 წააგეს.[1] მისი დებიუტი სომხეთის თასზე მომდევნო სეზონში შედგა. 2011 წლის 20 ნოემბერს, შირაკს საშინაო მოედანზე ბანანცის წინააღმდეგ ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი; საბოლოოდ შეხვედრა შირაკის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით (2:1) დასრულდა. მურადიანი შეხვედრაში 73-ე წუთზე შემოვიდა (ჩაანაცვლა გრაჩევ მნაცაკანიანი).[2] ამ თასზე შირაკმა ფინალამდე მიაღწია, თუმცა შემდგომ იმპულსთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა. მურადიანმა ეს მატჩი მთლიანად ითამაშა და მოიგო 2011-12 წლების სომხეთის თასის მედალი.[3]

2017 წელსმურადიანი შვედეთის კლუბ მალიბერ მალბერგეტსიში გადავიდა.[4]

2017 წლის დეკემბერში მან ალაშკერტი დატოვა.[5] 2018 წლის სექტემბერს იგი შირაკს შეუერთდა.[6]

საერთაშორისო რედაქტირება

კარენ მურადიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2013 წლის 5 თებერვალს, ვალენსიაში (საფრანგეთში) ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვერდაში.[7] მას ნაკრების მაისურით 4 თამაში აქვს ჩატარებული.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მისი მშობლები - რაფიკი და სატიკი დაქორწინებულები არ იყვნენ. თავისუფალ დროს მას უყვარს მუსიკის მოსმენა, მეგობრებთან ერთად ყოფნა ან დროის გატარება ინტერნეტში. კარენ მურადიანი ფლობს სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

სქოლიო რედაქტირება

  1. Mika vs. Shirak 4 - 1. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  2. Ширак vs. Бананц 2 - 1 ru. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  3. Shirak vs. Impuls 1 - 0. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 25 March 2013.
  4. GMFF mäktade inte med att vända motlutet დაარქივებული 2017-06-17 საიტზე Wayback Machine. ‚ nsd.se, 8 April 2016
  5. Официально. Бадоян, Асланян, Пелтьер, Тофиловски и Мурадян покинули "Алашкерт" Russian. Arm Football (13 December 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 3 August 2019.
  6. Официально. Карен Мурадян и Мусса Пол Бакайоко также вернулись в "Ширак" Russian. Arm Football (1 September 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 3 August 2019.
  7. Armenia vs. Czech Republic Preview. The Armenian Weekly. ციტირების თარიღი: 25 March 2013.