კარდანახის ონანაანთ საყდარი

კარდანახის ონანაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში, ნასოფლარ დიდვარდნულში, ტყეში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6 x 4,8 მეტრი), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა და კონქი. კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია წყვილი პილასტრით. პილასტრებია გამოყვანილი დასავლეთ კედლის კუთხეებშიც.

ლიტერატურა რედაქტირება