კარგადოს-კარახოსი

კარგადოს-კარახოსი (ფრანგ. Cargados Carajos), ასევე ცნობილია, როგორც წმინდა ბრენდონის კლდეები (ფრანგ. Saint Brandon Rocks) — მომცრო კუნძულების ჯგუფი (16-დან 40-მდე) და მარჯნის რიფი ინდოეთის ოკეანეში. მავრიკის გარე კუნძულების შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს 300 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მავრიკის კუნძულიდან.

კარგადოს-კარახოსი
მშობ. სახელი: ფრანგ. Cargados Carajos
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 16°35′00″ ს. გ. 59°37′00″ ა. გ. / 16.58333° ს. გ. 59.61667° ა. გ. / -16.58333; 59.61667
კუნძულთა რაოდენობა 22
მთავარი კუნძული ალბატროსი (კუნძული)
ფართობი 1,3 კმ²
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
კარგადოს-კარახოსი — ინდოეთის ოკეანე
კარგადოს-კარახოსი

გეოგრაფია რედაქტირება

საერთო ფართობი — 1,3 კმ². რიფი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 50 კმ-ზე მეტი მანძილით, სიგანე — დაახლოებით 5 კმ. ზოგჯერ კარგადოს-კარახოსის კუნძულები შეჰყავთ მასკარენის კუნძულებში.

ზოგიერთ კუნძულზე იზრდება ქოქოსის პალმა.

ძირითადი კუნძულები რედაქტირება

დროებითი დასახლებები რედაქტირება

მუდმივი მოსახლეობა კარგადოს-კარახოსის კუნძულებზე არ არსებობს. მომცრო კუნძულ რაფაელზე (Raphael) მდებარეობს კერძო თევზსაჭერი სადგური (არა ნაკლებ 35 მუშისა, სეზონში 800-მდე), კუნძულებზე ასევე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური (8 ადამიანი 1996 წელს). პატარა დასახლებებია მომცრო კუნძულებზე: ავოკარი (Avocaré), ქოქოსი (Cocos) და სამხრეთი (Sud). დასახლება კუნძულ ალბატროსზე (Albatros) მიტოვებულია 1988 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება