კარანგეტანგი, აპი-სიაუ (ინდონ. Karangetang) — მოქმედი სტრატოვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ სიაუს ჩრდილო ნაწილში. აქვს ორი მწვერვალი; სამხრეთი მწვერვალის სიმაღლეა 1827 მ, ხოლო ჩრდილოეთი მწვერვალისა 1797 მ. წარმოადგენს ინდონეზიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. 1675 წლიდან მოყოლებული ამოიფრქვა 41-ჯერ.

კარანგეტანგი
კოორდინატები: 2°46′40″ ჩ. გ. 125°24′27″ ა. გ. / 2.77778° ჩ. გ. 125.40750° ა. გ. / 2.77778; 125.40750
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 1827 
შეფარდებითი სიმაღლე 1827 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2022
კარანგეტანგი — ინდონეზია
კარანგეტანგი

1997 წელს პიროკლასტურმა ნაკადმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[1] 2007 წლის აგვისტოში მომხდარი ამოფრქვევის გამო ახლო მდებარე რაიონების ევაკუაცია გახდა საჭირო.[2] 2009 წლის 9 ივნისს ინდონეზიის ვულკანოლოგიურმა სამსახურმა კარანგეტანგის ამოფრქვევის განგაშის სტატუსი ნარინჯისფერის დონემდე აწია.[3]

2010 წლის 6 აგვისტოს კარანგეტანგი ისევ ამოიფრქვა და ჰაერში ასობით მეტრზე ამოიტყორცნა ლავა და ფერფლი, რის გამოც ოთხი სოფელი დაიკარგა.[4] 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში, რომელსაც წყნარ ოკეანეში ცუნამი მოჰყვა კარანგეტანგის ამოფრქვევაც გამოიწვია,[5] მაგრამ რაიმე ნგრევა ან ადამიანის სიკვდილი ამას არ მოჰყოლია, თუმცა კალთებზე შეიმჩნეოდა ლავისა და ცხელი აირის ამოტყორცნა.[5]

2013 წლის 2 სექტემბერს კარანგეტანგი ისევ ამოიფრქვა. აქტივობები შეინიშნებოდა 2013–18 წლებშიც. 2019 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე ვულკანი ისევ მოქმედების სტადიაში იყო, რასაც ლავის ამოღვრა მოჰყვა.[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. Report on Karangetang (Indonesia) — July 1997
  2. Top alert for Indonesia volcano, villagers evacuate
  3. VSI Alert. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-16. ციტირების თარიღი: 2023-01-02.
  4. Volcano erupts in eastern Indonesia
  5. 5.0 5.1 Indonesian volcano erupts. stuff.co.nz/AP (12 March 2011). ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  6. Global Volcanism Program | Karangetang. ციტირების თარიღი: 2019-10-25