სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კამპეჩე (მრავალმნიშვნელოვანი).

კამპეჩე (ესპ. bahía de Campeche) — ყურე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იუკატანის ნახევარკუნძული, სამხრეთიდან ტეუანტეპეკის ყელი, დასავლეთიდა ვერაკრუსი. სახელი უწოდა ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო ერნანდეს-დე-კორდობამ 1517 წელს.

კამპეჩეს ყურის რუკა

ყურეს ერთვის მექსიკის მდინარეები: პაპალოაპანი, კოაცაკოალკოსი, გრიხალვა, უსუმასინტა და კანდელარია.

მთავარი პორტებია: კამპეჩე, კოაცაკოალკოსი და ვერაკრუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება