ალბერ კამიუ
ალბერ კამიუ (ფრანგ. Albert Camus; დ. 7 ნოემბერი, 1913 — გ. 4 იანვარი, 1960) — ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957).
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა მონდოვიში, ალჟირი, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა. ის დედამ გაზარდა, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და წერა-კითხვის უცოდინარი იყო
1923 წელს კამიუ ლიცეუმში ირიცხება, შემდეგ კი ალჟირის უნივერსიტეტში. ახალგაზრდობაში იყო ფეხბურთელი, მეკარე და თეატრალური დასის წევრი, თუმცა 1930 წელს ტუბერკულოზით დაავადების გამო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა მოუწია. 1935 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, 1936 წლის მაისში კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე.
1934 წელს კამიუ საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შედის, უფრო ესპანეთის პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვიდრე მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინის იდეების მხარდაჭერით. 1936 წელს ალჟირის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ალჟირის საფრანგეთისგან განთავისუფლება იყო. კამიუ უერთდება ალჟირის სახალხო პარტიას (Le Parti du Peuple Algérien), რის გამოც მას კომუნისტ ამხანაგებთან უთანხმოება მოუხდა. შედეგად, ის ტროცკისტად გამოაცხადეს.
1934 წელს კამიუ ცოლად სიმონ ჰის, ცნობილ ნარკომანს, ირთავს, თუმცა მათი ქორწინება მალევე წყდება სიმონის ღალატის გამო. 1935 წელს ის აფუძნებს „მშრომელთა თეატრს“ (Théâtre du Travail, მოგვიანებით გადაერქვა Théâtre de l'Equipe), რომელმაც 1939 წლამდე იარსება. ამავე პერიოდში ის სოციალისტურ გაზეთებში მუშაობს და მათთვის პუბლიკაციებს წერს, ძირითადად გლეხთა მწირ ცხოვრებაზე. საფრანგეთის ჯარში ის ტუბერკულოზის გამო არ ჩარიცხეს.
1940 წელს კამიუ ცოლად ირთავს ფრანსინ ფორს, პიანისტსა და მათემატიკოსს. 1945 წლის 5 სექტემბერს მათ ტყუპები - კათერინ და ჟან კამიუები შეეძინათ. ამავე წელს კამიუ იწყებს მუშაობას ჟურნალში Paris-Soir (საღამოს პარიზი). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კამიუ პაციფისტია, თუმცა ის პარიზში იმყოფებოდა ვერმახტის დროს. 1941 წლის 15 დეკემბერს კამიუ გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე გახდა, რამაც დასაბამი მისცა მის გერმანელთა წინააღმდეგ ამხედრებას. მომდევნო წლებში პარი-სუას დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად ბორდოში გადადის. ამავე წელს ის ასრულებს თავის პირველ წიგნებს - „უცხო“ და "სიზიფეს მითი". 1942 წელს ცოტა ხნით ორანში, ალჟირში, ბრუნდება.
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირებაომის წლებში კამიუ ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობას, „კომბატს“ უერთდება, რომელიც იატაკქვეშა გაზეთს უშვებს. ეს ჯგუფი ნაცისტების წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობდა და კამიუს კოდური სახელი „ბოშარი“ იყო. კამიუ გაზეთის რედაქტორი ხდება 1943 წელს და როცა მოკავშირეები პარიზში შევიდნენ კამიუ ბოლო ბრძოლებს აშუქებდა. 1947 წელს ის კომბატიდან წავიდა, ვინაიდან გაზეთი უბრალო კომერციულ გამოცემად გადაიქცა. სწორედ ამ პერიოდში ხვდება ის ჟან-პოლ სარტრს.
ომის შემდეგ კამიუ სარტრის ანტურაჟის წევრი და პარიზის სენ-ჟერმენის ბულვარზე კაფე დე ფლორის ხშირი სტუმარი ხდება. ამავე პერიოდში ის აშშ-შიც მოგზაურობს ფრანგულ ეგზისტენციალიზმზე ლექციების წასაკითხად. მიუხედავად პოლიტიკური მემარცხენეობისა მის მიერ კომუნისტური დოქტრინის მძაფრი კრიტიკა კომუნისტური პარტიებიდან უარყოფით გამოძახილს იწვევს და სარტრსაც ანაწყენებს.
1949 წელს კამიუს ტუბერკულოზი გაურთულდა და ორი წელი განკერძოებულად სანატორიუმში გაატარა. 1951 წელს ის აქვეყნებს „ამბოხს“, ფილოსოფიურ ანალიზს ამბოხსა და რევოლუციაზე, რომელშიც ხაზგასმით უარყოფს კომუნიზმს. წიგნმა მრავალი მისი კოლეგა და თანამედროვე გაანაწყენა საფრანგეთში და სარტრთან მისი საბოლოო განხეთქილების საბაბი გახდა. მწვავე კრიტიკამ ის დეპრესიაში ჩააგდო და პოლიტიკისგან თავის ასარიდებლად პიესების თარგმნას იწყებს.
კამიუს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფილოსოფიაში იყო მისი იდეა აბსურდზე - სამყაროს არსში ჩაწვდომის სურვილსა და ამის განხორციელების შეუძლებლობას შორის არსებული განხეთქილების შედეგი, რაც მან „სიზიფეს მითში“ აღწერა და შემდგომში მრავალ სხვა ნამუშევარში განავითარა. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი მას ახასიათებს არა როგორც ეგზისტენციალისტს, არამედ - აბსურდისტს (ორივე განსაზღვრებას თავად კამიუ უარყოფდა).
1950-იან წლებში კამიუ ადამიანთა უფლებების საკითხებიტ ინტერესდება. 1952 წელს ის ტოვებს სამსახურს იუნესკოში, გაეროს მიერ ფრანკოს ესპანეთის წევრად ცნობის გამო. 1953 წელს ის ერთ-ერთი იმ მცირე მემარცხენეთაგანი იყო, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა აღმოსავლეთ ბერლინში მუშათა გაფიცვის ჩახშობის საბჭოთა მეთოდი. 1956 წელს მან იგივე მეთოდები გააპროტესტა უნგრეთში.
სიცოცხლის განმავლობაში კამიუ პაციფიზმის ერთგული და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი დარჩა. ამ მხრივ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი იყო კიოსტლერთან ერთად დაწერილი ესსე მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის დასჯის გაუქმების მორალური ვალდებულების თაობაზე.
1954 წელს ალჟირში დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყება კამიუსთვის მორალური დილემა გახდა. ის თავს პიედ-ნუარს მიაკუთვნებდა და იცავდა საფრანგეთის მთავრობას იმ მოსაზრებით, რომ ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიის აჯანყება ახალი არაბული იმპერიალიზმის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელსაც სათავეში ეგვიპტე და ანტი-დასავლური ისტერია ედგა რუსეთის მხარდაჭერით, რათა „ევროპა ალყაში მოექციათ და ამით აშშ-ს იზოლაცია მოეხდინათ“. მიუხედავად იმისა, რომ კამიუ ალჟირის ფართო ავტონომიისა და ფედერაციის მომხრეც იყო, მას მიაჩნდა, რომ პიედ-ნუარებსა და არაბებს ერთად თანაცხოვრება შეეძლოთ. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის პოლიტიკურ კულუარებში სიკვდილმისჯილ ალჟირელთა დახმარებისთვის იღვწის.
1955-56 წლებში კამიუ ლ'ექსპრესისთვის მუშაობს. 1957 წელს მას ნობელის პრემიას ანიჭებენ ლიტარატურაში, ოფიციალურად არა მისი რომანისთვის „ვარდნა“ (La Chute), არამედ სიკვდილის დასჯის პრაქტიკის წინააღმდეგ დაწერილი ესსესთვის „Réflexions Sur la Guillotine“ (შეხედულებანი გილიოტინაზე). სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლექციით გამოსვლისას სტუდენტებთან საუბარში ის ალჟირის საკითხში უმოქმედებას ალჟირში მცხოვრები დედის გამო ხსნის. ეს კიდევ უფრო რადიკალურ გამიჯვნას იწვევს მისდამი ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებში.
კამიუ გარდაიცვალა 1960 წლის 4 იანვარს ავტოავარიაში სენთან, ქალაქ ვილებლევინში. კამიუს ადრე უთქვამს, რომ ყველაზე აბსურდული სიკვდილი ავტოკატასტროფაში დაღუპვა იქნებოდა. დაკრძალულია ლურმარენის სასაფლაოზე, ლურმარენში, ვოკლუზი, პროვანს-ალპ-კოტ დ'აზური, საფრანგეთი.
კამიუს ორი ნაწარმოები მისი სიკვდილი შემდეგ გამოქვეყნდა. პირველი იყო „უცხოს“ ადრეული ვარიანტი სათაურით „ბედნიერი სიკვდილი“ და 1970 წელს დაიბეჭდა. მეორე ნაშრომი იყო მისი დაუმთავრებელი რომანი „პირველი ადამიანი“. ეს იყო მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომი საკუთარ ბავშვობაზე ალჟირში და 1995 წელს გამოქვეყნდა.
მსოფლმხედველობა
რედაქტირებააბსურდი
რედაქტირებააბსურდის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი სამყაროს აბსურდულობის შეცნობაა. კამიუს მსოფლმხედველობის და აბსურდის მისეული გაგება ჩამოყალიბდა „სიზიფეს მითში“. ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი წარმოიქმნება კონფლიქტისგან, რომელიც ადამიანის მისწრაფებებსა და ობიექტურ რეალობას შორის არსებობს. გამოსავალს ზოგი იმედში ხედავს, ზოგი - რელიგიაში, ზოგიც - თვითმკვლეობაში. კამიუ თვითმკვლელობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ყველა ჯანსაღ ადამიანს უფიქრია ამაზე. მას მოჰყავს გალილეოს მაგალითი, რომელმაც ფილოსოფიური ჭეშმარიტება მაშინვე უარყო, როგორც კი საქმე მისი სიცოცხლის ხელყოფას შეეხო და დასძენს, რომ სწორადაც მოიქცა. თვითმკვლელობა აღიარებაა იმისა, რომ ინდივიდის ცხოვრება აუტანელი ან გაუგებარი გახდა, ე.ი. ცხოვრება აღარ ღირს. კამიუ თვითმკვლელობას უპირისპირებს საღ აზრს, აბსურდის შეცნობასა და აღიარებას, რასაც ამბოხი მოჰყვება. აბსურდის შეცნობის მაგალითია სიზიფე. მან იცის, რომ ქვა ყოველთვის ისევ დაგორდება, მაგრამ მაინც ააქვს. სიზიფე თავს აღწევს აბსურდულობას იმით, რომ შეცნობილი აქვს იგი. კამიუ აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც შეიცნობს აბსურდს, უნდა შეეცადოს გარდაქმნას იგი აზრებად და დააფიქსიროს მხატვრულ შემოქმედებაში. სწორედ ხელოვნებაა ხსნის ერთადერთი გზა.
ანარქიზმი
რედაქტირებაკამიუ არასოდეს მალავდა მის დადებით დამოკიდებულებას ანარქიზმის მიმართ. ანარქისტული იდეები თავს იჩენს მის პიესებსა და ნოველებში, მაგალითისთვის la peste, L’Etat de siege, ან Les Justes. კამიუ პირველად ანარქისტებით მოიხიბლა 1938 წელს, როდესაც მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთში „L’Alger Republicaine“. ანარქისტმა ანდრე პრადომანომ ის წარმოადგინა „ანარქისტ სტუდენტთა ყრილობაზე“ 1948 წელს, როგორც მათი მომხრე და ანარქისტულ იდეებს ნაზიარები ადამიანი. კამიუ ასევე მხარს უჭერდა „Groupes de Liaison Internationale“, რომლებიც მხარს უჭერდნენ ფაშიზმის და სტალინიზმის მოწინააღმდეგეთ და უარყვეს ამერიკული კაპიტალიზმი. ეს ჯგუფები შეიქმნა 1947-48 წლებში და განზრახული ჰქონდათ, მატერიალურად დახმარებოდნენ ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთ. კამიუ დარჩა ამ გაზეთის მეგობარი და მატერიალური მხარდამჭერი სიცოცხლის ბოლომდე.
კამიუს წიგნმა „ამბოხებული ადამიანი“ (1951) წელს გამიჯნა ის მემარცხენე კომუნისტური იდეოლოგიისგან. მის მიმართ აგრესიით განეწყვნენ კომუნისტური პარტიის როგორც წევრები, ასევე მიმდევრებიც. წიგნის მთავარი თემაა, თუ როგორ მივიღოთ რევოლუცია ტერორისა და ძალადობრივი მეთოდების გარეშე.
ცნობილი ნამუშევრები
რედაქტირება- სარჩული და პირი, 1937
- ქორწინება, 1938 (ესსეების კრებული)
- სიზიფეს მითი, 1942
- უცხო, 1942
- კალიგულა, 1944
- გაუგებრობა, 1944
- მოსაზრებები გილიოტაზე, 1947
- შავი ჭირი, 1947 (კრიტიკის პრემია, 1948)
- ალყა, 1948
- წერილები გერმანელ მეგობარს, 1948 (ლუი ნევილის ფსევდონიმით გამოქვეყნებული)
- მართლები, 1950
- ამბოხებული ადამიანი, 1951
- ზაფხული, 1954
- დაცემა, 1956
- გადასახლება და სამეფო, 1957
- ეშმაკნი, 1959, (ფიოდორ დოსტოევსკის რომანის თეატრალური ადაპტაცია)
- დღიურები I, 1962
- პირველი ადამიანი, 1994 (დაუსრულებელი რომანი, რომელიც მისავე ქალიშვილმა გამოაქვეყნა)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Heiner Wittmann, Albert Camus. Kunst und Moral. Dialoghi/Dialogues. Literatur und Kultur Italiens und Frankreichs. Hrsg. Dirk Hoeges, Peter Lang, Frankfurt/M u.a. 2002.
- Heiner Wittmann: « Camus et Sartre : deux littéraires-philosophes დაარქივებული 2006-06-14 საიტზე Wayback Machine. », Texte d’une conférence présentée lors d’une Journée d’Études à la Maison Henri Heine sur la Littérature et la morale, 15 décembre 2005.
- Yves Trottier, Marc Imbeault, Limites de la violence, Les Presses de l'Université Laval, Québec, 2006.
- Camus (1959) by Germaine Brée (ISBN 1-122-01570-4)
- Albert Camus: A Biography (1997) by Herbert R. Lottman (ISBN 3-927258-06-7)
- Albert Camus and the Minister (2000) by Howard E. Mumma (ISBN 1-55725-246-7)
- Albert Camus, The Artist in the Arena (1965) by Emmett Parker (ASIN B0007DNKDY)
- Albert Camus, A Study of His Work (1957) by Usamah Siddiqui (ASIN B0007DL7N4)
- Albert Camus: A Life (2000) by Olivier Todd (ISBN 0-7867-0739-9)
- Albert Camus. Kunst und Moral by Heiner Wittmann (ISBN 3-631-39525-6)
- ხათუნა წიკლაური: :აბსურდის ციკლი ალბერ კამიუს შემოქმედებაში"
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალბერ კამიუს ცხოვრება, შემოქმედება
- არც მსხვერპლები, არც ჯალათები[მკვდარი ბმული]; ალბერ კამიუ
- ბიოგრაფია (ფრანგული)
- კამიუს სიკვდილი (ფრანგული)
- ციტატები (ფრანგული)
- კამიუს წიგნების კრიტიკა, სტატიები, ციტირებები (ფრანგული)
- Fonds Albert Camus - Cité du livre d'Aix en Provence
- Société des Études Camusiennes დაარქივებული 2018-01-06 საიტზე Wayback Machine.
- The Albert Camus Society
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Cruickshank J. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 RKDartists
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 9.0 9.1 AlKindi
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 BeWeB
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 https://encyklopedia.pwn.pl/haslo/Camus-Albert;3882957.html
- ↑ Камю Альбер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Istituto dell'Enciclopedia Italiana Enciclopedia on line
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 22.7 Catalog of the German National Library
- ↑ 23.0 23.1 23.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118518739 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ LIBRIS — 2018.
- ↑ 26.0 26.1 26.2 Todd O. Albert Camus. Une vie — Éditions Gallimard, 1996.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1957/
- ↑ https://www.ordredelaliberation.fr/fr/medailles?fulltext=Camus+albert&items_per_page=10&sort_bef_combine=nom_ASC#resultats-medailles
- ↑ Conceptions of Happiness
- ↑ Masterpieces of French Literature — Greenwood Publishing Group, 2004. — გვ. 186. — ISBN 978-0-313-31484-1
- ↑ Masterpieces of French Literature
- ↑ Albert Camus / H. Bloom — Infobase Publishing, 2009. — 153 გვრ. — ISBN 978-1-4381-1515-3
- ↑ https://www.chapitre.com/BOOK/balnche-balain/la-recitante-t-2-les-allees-de-paille,1646314.aspx
- ↑ http://www.aja-avocats.fr/actualites/internet/atteinte-droit-divulgation-par-publication-ligne-correspondance
- ↑ https://books.google.es/books?id=K7svjrECccAC&pg=PA1954&lpg=PA1954&dq=%2219+March+1944%22+%22Casares+first+saw+Camus+initiating+both+a+professional+and+a+personal+association%22&source=bl&ots=-Hc3uMaedT&sig=1dNVE2Rs8xGFs91XgNY0TLH9ZK0&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwioteKL7YTZAhWIWhQKHX5fChAQ6AEIJzAA#v=onepage&q=%2219%20March%201944%22%20%22Casares%20first%20saw%20Camus%20initiating%20both%20a%20professional%20and%20a%20personal%20association%22&f=false
- ↑ https://books.google.es/books?id=x3b7CAAAQBAJ&pg=PT212&dq=%22When+Camus+announced+that+his+%E2%80%9Csister%E2%80%9D+was+pregnant,+Maria%22+%22broke+with+him%22&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwjZrbr694TZAhXJXhQKHT03De8Q6AEIJzAA#v=onepage&q=%22When%20Camus%20announced%20that%20his%20%E2%80%9Csister%E2%80%9D%20was%20pregnant%2C%20Maria%22%20%22broke%20with%20him%22&f=false
- ↑ https://camus-society.com/2017/11/29/albert-camus-biography-1943-51/
- ↑ https://books.google.es/books?id=x3b7CAAAQBAJ&pg=PT235&lpg=PT235&dq=%22Albert+and+Mamaine+threw+themselves+into+a+passionate+love+affair%22&source=bl&ots=PB-_EerrBr&sig=NWjHaI5Ooe4eTKsITzAlb5PREC4&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwjqu-uTo4XZAhVKuhQKHeU2A2UQ6AEIJzAA#v=onepage&q=%22Albert%20and%20Mamaine%20threw%20themselves%20into%20a%20passionate%20love%20affair%22&f=false
- ↑ https://books.google.es/books?id=bO7ANkFkH0UC&pg=PA295&lpg=PA295&dq=%22she+and+Camus+also+danced+cheek+to+cheek,+and+exchanged+furtive+kisses+%22&source=bl&ots=btCpoIpluk&sig=yUUbiRA9RsZ5qir7mZYpC4ZJhIc&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwiKz_WHqYXZAhVDXRQKHZBRCw4Q6AEIJzAA#v=onepage&q=%22she%20and%20Camus%20also%20danced%20cheek%20to%20cheek%2C%20and%20exchanged%20furtive%20kisses%20%22&f=false
- ↑ https://books.google.es/books?id=XoMzgdL4QF0C&pg=PA330&lpg=PA330&dq=%22On+the+night+of+31+October+1946+Beauvoir+and+Sartre,+Camus,+Francine,+Koestler+and+Mamaine+had+dinner+together%22&source=bl&ots=P8uLgKUlKb&sig=3sFAv4HlbSpqcliYogyGOD5cFWY&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwjeyZCRqIXZAhVE8RQKHW-WA6oQ6AEIJzAA#v=onepage&q=%22On%20the%20night%20of%2031%20October%201946%20Beauvoir%20and%20Sartre%2C%20Camus%2C%20Francine%2C%20Koestler%20and%20Mamaine%20had%20dinner%20together%22&f=false
- ↑ https://books.google.es/books?id=x3b7CAAAQBAJ&pg=PT236&lpg=PT236&dq=%22His+passions,+not+his+transitory+affairs%22+%22Mamaine,+British%22&source=bl&ots=PB-_FlqqAu&sig=YADft_En0NlGBtSMdY7B-TLRIHw&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwiJwseqmIrZAhVKbhQKHTLjAPIQ6AEIJzAA#v=onepage&q=%22His%20passions%2C%20not%20his%20transitory%20affairs%22%20%22Mamaine%2C%20British%22&f=false
- ↑ https://books.google.es/books?id=nrvLNBjEuXgC&pg=PT444&lpg=PT444&dq=%22On+June+18,+1948,+Camus+ran+into+Maria+Casar%C3%A8s%22+%22From+then+on,+they+were+never+separated%22&source=bl&ots=g4HYkN0r4k&sig=La8pfFLESF4MjwLYU_zYbscwdmI&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwimz7GY8ITZAhXF0RQKHf0uDFMQ6AEIJzAA#v=onepage&q=%22On%20June%2018%2C%201948%2C%20Camus%20ran%20into%20Maria%20Casar%C3%A8s%22%20%22From%20then%20on%2C%20they%20were%20never%20separated%22&f=false
- ↑ https://www.irishtimes.com/news/a-lover-of-the-absurd-1.129676
- ↑ https://books.google.es/books?id=nrvLNBjEuXgC&pg=PT596&lpg=PT596&dq=%22Catherine+Sellers%22+%22love+affair,+which+had+started+in+September+1956%22&source=bl&ots=g4HYkE1r9n&sig=HPwiB5pyd1cp61kmxJyXULDCLSE&hl=es&sa=X&ved=0ahUKEwjw_6vrpILZAhXIthQKHUliCxIQ6AEIJzAA#v=onepage&q=%22Catherine%20Sellers%22%20%22love%20affair%2C%20which%20had%20started%20in%20September%201956%22&f=false
- ↑ Le Monde / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ http://next.liberation.fr/livres/2013/09/18/camus-un-peu-moins-etranger_932972
- ↑ http://www.telerama.fr/livres/camus,103966.php
- ↑ 49.0 49.1 http://www.lavie.fr/actualite/france/albert-camus-le-penseur-athee-qui-parlait-aux-chretiens-07-11-2013-46209_4.php
- ↑ 50.0 50.1 http://revuephares.com/wp-content/uploads/2015/04/Phares-XV-08-Olivier-Masse.pdf
- ↑ 51.0 51.1 http://www.mutualinspirations.org/archive/2014/franz-kafka/