კამენოვის სახლი (რუს. Дом Каменнова) — ორთსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლი აგებულია 1850 წელს.

კამენოვის სახლი
რუს. Дом Каменнова
კოორდინატები 47°12′39″N 38°55′47″E / 47.210833° ჩ. გ. 38.929722° ა. გ. / 47.210833; 38.929722
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1850

მისამართი: ტაგანროგი, იტალიის შესახვევი № 27.

ტაგანროგში, კამენოვის სახლი თავიდან შენდებოდა, როგორც კომერციული სახლი. იგი აიგო 1850 წელს ვაჭარ ა. მონეტის სახსრებით. 1880 წლის ბოლოს, ის იგი გადავიდა დიდგვაროვანი და მიწის მესაკუთრე მიხეილ პეტრეს ძე კამენოვის მფლობელობაში. ქალაქ ტაგანროგის ისტორიაში, მონეტის დასახელება გვხვდება ობოლი ბერძენი ემიგრანტი ბავშვების სანქტ-პეტერბურგში გადაყვანის და ყირიმის ომის პერიოდში. საბჭოთა მმართველობის დამყარების პერიოდში მოხდა სახლის ნაციონალიზაცია.

ამ სახლში ცხოვრობდა მთარგმნელი და პოეტი სოფია იაკოვლევის ასული პარნოკი, ასევე პოეტი, მომღერალი, საბჭოთა ჯაზის პიონერი, თარგმნელი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვალენტინ პარნახი და პოეტი ელიზაბეტა ტარახოვსკაია[1].

მხარეთმცოდნეთა წრეების თანახმად, ამ სახლს ეწოდებოდა მისი ბოლო მფლობელის კამენოვის სახელი. ის იყო აგებული ტიპური სამხრეთული კლასიციზმის სტილში.

ორსართულიანი სახლის ფანჯრები შევსებული იყო არქიტექტურული ელემენტებით გაფორმებული კარნიზით. მეორე სართული პირველისგან, გამოყოფილი იყო კბილანებიანი კარნიზით და მოპირკეთებული სართულთაშორისო სარტყელით. სახლს შესასვლელი აქვს როგორც ალექსანდროვის ქუჩის მხრიდან ისე ეზოს მხრიდან.

შენობის ფასადი გალესილი იყო ორი ფერის საღებავით, საერთო ფონი იყო ყვითელი, ხოლო არქიტექტურული ელემენტები შეღებილი იყო თეთრად. თანამედროვე დროში, ეს არის საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეღებილია მწვანედ, არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში და შესულია კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული ძეგლების სიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
  • Волошин В. Вдоль и поперёк Итальянского. — Таганрог: ИП Кравцов В.А., 2012. — С. 9. — ISBN 978-5-904585-27-3.
  • Гаврюшкин О. П. Мари Вальяно и другие. Таганрог. Изд. МИКМ. 2001.
  • Мислер Н. Парнах Валентин Яковлевич // Энциклопедия русского авангарда / Авторы-составители В. И. Ракитин, А. Д. Сарабьянов; Научный редактор А. Д. Сарабьянов. — М.: RA, Global Expert & Service Team, 2013. — Т. II: Л—Я. — С. 227. — ISBN 978-5-902801-11-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Баташев А. Советский джаз. — М.: Музыка, 1972. — 176 с.