კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)

(გადამისამართდა გვერდიდან კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში)

კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (ინგლ. The University of California, ან მოკლედ UC Berkeley, Berkeley, Cal)[1] — კალიფორნიის უნივერსიტეტის ცხრა კამპუსიდან უძველესი. დაარსდა 1868 წლის 23 მარტს, მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში და დაახლოებით 5 კმ² ფართობი უჭირავს.

კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)
კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) ლოგო
კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) გერბი
დევიზი Fiat lux - დაე იყოს ნათელი
დაფუძნდა მარტი 23, 1868 (1868-03-23)
ტიპი საჯარო
ქალაქი ბერკლი
შტატი კალიფორნია
ქვეყანა აშშ
berkeley.edu

ბერკლის ფიზიკოსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ატომური ბომბის შემუშავებაში, ასევე ომის შემდეგ წყალბადის ბომბის შექმნაში. ბერკლის მეცნიერებმა გამოიგონეს ციკლოტრონი, გამოიკვლიეს ანტიპროტონი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ლაზერის კვლევაში, ახსნეს ფოტოსინთეზის პროცესი, აღმოაჩინეს მრავალი ქიმიური ელემენტი, მათ შორის, პლუტონიუმი, ბერკლიუმი, ლორენციუმი და კალიფორნიუმი.

უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც აშშ-ში ისე მთელს მსოფლიოში. Times Higher Education World University Rankings-მა 2016 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახემა მეექვსე ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე სასწავლებლად მსოფლიოში.[2] იგი მესამე ადგილს იკავებს U.S. News & World Report-ის 2016 წლის კვლევაში. Academic Ranking of World Universities-ის 2015 წლის რეიტინგში კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეოთხე ადგილს იკავებს,[3] The Center for World University Rankings-საში კი მეშვიდეს.[4] 2016 წელს U.S. News & World Report-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში დაასახესა საუკეთესო საჯარო სასწავლო დაწესებულებად აშშ-ში. The Washington Monthly-ის რეიტინგში იგი მეოთხეა ამერიკის უნივერსიტეტებს შორის,[5] ხოლო Money Magazine-ის მიხედვით მეცხრე.[6] 2014 წელს The Daily Beast-მა კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში მეთერთმეტე საუკეთესოდ დაასახელა შტატებში.[7]

კურსდამთავრებულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. University of California, Berkeley, Name Guidelines. ციტირების თარიღი: June 24, 2014.
  2. World University Rankings 2015-16. Times Higher Education. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  3. Academic Ranking of World Universities- 2015. ShanghaiRanking Consultancy. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  4. CWUR 2015 – World University Rankings. Center for World University Rankings. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  5. 2015 National Universities Rankings. Washington Monthly. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  6. Money's Best Colleges. Time Inc.. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  7. College Rankings 2014. The Daily Beast Company LLC. ციტირების თარიღი: November 7, 2015.
  8. "Her Norwegian heritage drew her to projects with the Norwegian Consulate in San Francisco and the Norwegian American Cultural Society, and she hosted a party for Crown Prince Haakon Magnus when he graduated from UC Berkeley in 1999."Carolyne Zinko. “Sigrun Corrigan, Bay Area arts patron, dies“, San Francisco Chronicle, July 3, 2008.