კალისტრატე (მარგალიტაშვილი)

(გადამისამართდა გვერდიდან კალისტრატე (მეუფე))

მიტროპოლიტი კალისტრატე (ერისკაცობაში — შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი; დ. 20 ოქტომბერი, 1938, ვარდისუბანი, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ივნისი, 2019, ქუთაისი) — ქართველი სასულიერო პირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მიტროპოლიტი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი 1983 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე (გარდაცვალებამდე).

კალისტრატე
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი

მეუფე კალისტრატე
პროვინცია იმერეთი
ეპარქია ქუთაის-გაენათის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 1993
პირადი მონაცემები
საერო სახელი შოთა მარგალიტაშვილი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1938
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი, 2019 (80 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა
საცხოვრებელი ადგილი ქუთაისი

ბიოგრაფია რედაქტირება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. 1958 წელს დაამთავრა თელავის მეხუთე საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 7 აპრილს აკურთხეს დიაკვნად და უმოკლეს დროში დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად. შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

გარდაიცვალა 2019 წლის 20 ივნისს, ქუთაისში.[1]

მეუფე კალისტრატეს მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი: ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდადის, ტყიბულის ეპარქიები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. Imedinews.ge (20 ივნისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-20. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2019.