კალინინგრადის სტადიონი

სტადიონი რუსეთში

კალინინგრადის სტადიონი (რუს. Стадион Калининград, აგრეთვე ცნობილი როგორც არენა ბალტიკა)[1] — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს კუნძულ ოქტიაბრსკიზე ქალაქ კალინინგრადში. სტადიონმა უმასპინძლა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს[2]. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ ბალტიკა კალინინგრადისა და რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩებს და ჩაანაცვლებს ბალტიკის სტადიონს.

კალინინგრადის სტადიონი
არენა ბალტიკა

კალინინგრადის სტადიონი
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
კოორდინატები 54°41′53″ ჩ. გ. 20°32′02″ ა. გ. / 54.69806° ჩ. გ. 20.53389° ა. გ. / 54.69806; 20.53389
აშენდა 2016-2018
გაიხსნა 22 მარტი, 2018 (2018-03-22) (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება 257 მილიონი
ტევადობა 35,212 (მსოფლიო ჩემპიონატი)
25,000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ)
გუნდები
ბალტიკა კალინინგრადი

სტადიონი ორ იარუსიანია და აღჭურვილია ულტრათანამედროვე დაცვის სისტემითა და უსაფრთხოების კამერებით. პროექტის კონცეფცია დაფუძნებულია ლეგენდარულ ალიანც არენაზე, რომელმაც 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლა გერმანიაში. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 11 მილიარდი რუბლი იყო. მოგვიანებით მისი ღირებულება 17,3 მილიარდამდე გაიზარდა[3]. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტადიონის ტევადობა 25 000-მდე შემცირდება.

არენა ბალტიკა პოლონეთის (ვარმინო-მაზურის სავოევოდო) საზღვრიდან 45 კილომეტრში მდებარეობს, რაც მას ევროკავშირთან და შენგენის ზონასთან მდებარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უახლოეს სტადიონად აქცევს.

ისტორია რედაქტირება

2012 წლის აპრილში ოლქის მთავრობის გადაწყვეტილებით სტადიონის მშენებლობის საფუძვლად ფრანგული არქიტექტურული ბიუროს „Wilmotte&Associes Sa“-ს პროექტი შეირჩა. თავად პროექტის ღირებულებამ 720 მილიონი შეადგინა. მშენებლობისთვის საჭირო თანხის 50% ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო მეორე ნახევარი კი საოლქო ბიუჯეტიდან. სტადიონის მშენებლობა ტექნიკური და ხარჯთაღრიცხვის დოკიმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტადიონის ტევადობა 25 000-მდე შემცირდება, რაც სახურავის კონსტრუქციის ცვილებით მოხდება.

2012 წლის ოქტომბრის ბოლოს რეგიონულმა ხელისუფლებამ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მოსტოვიკი“ გახდა. თუმცა ვერავინ გასცა პასუხი კითხვას თუ რა ბედი ეწეოდა სტადიონს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. 2013 წლის მარტის დასაწყისში „მოსტოვიკმა“ სტადიონის ესკიზი გამოაქვეყნა, რომელმაც სამუშაო სახელი არენა ბალტიკა მიიღო[4]. პროექტირებისას მოსტოვიკი გერმანულ კომპანია „GMP Architekten“-თან თანამშრომლობას აპირებდა[5].

2014 წლის ივნისში ომსკის საარბიტრაჟო სასამართლომ „მოსტოვიკი“ გაკოტრებულად გამოაცხადა და 2015 წლის მარტში მასთან გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა[6]. 2014 წლის 1 აპრილს რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროს სამშენებლო შესყიდვების ერთადერთ შემსრულებლად დახურული სააქციო საზოგადოება „კროკუს ინტერნეიშენელი“ გამოცხადდა[7]. კალინინგრადის ოლქის მთავრობამ „კროკუს ინტერნეიშენელთან“ სტადიონის საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა[8].

2015 წლის 10 ივნისს გამოცხადდა, რომ სტადიონის პროექტი სახელმწიფო ექსპერტიზაზე გაიგზავნა[9]. 20 ივლისს სტადიონის მაკეტის წარდგენა მოხდა[10].

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სტადიონის სახელწოდება „კალინინგრადის სტადიონი“ იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა სტადიონს სახელი შეეცვალოს[1].

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი რედაქტირება

თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
16 ივნისი, 2018 21:00   ხორვატია   ნიგერია ჯგუფი D
22 ივნისი, 2018 20:00   სერბეთი   შვეიცარია ჯგუფი E
25 ივნისი, 2018 20:00   ესპანეთი   მაროკო ჯგუფი B
28 ივნისი, 2018 20:00   ინგლისი   ბელგია ჯგუფი G

ინტერნეტ-რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Арена к ЧМ-2018 по футболу в Калининграде будет называться «Стадион Калининград»“. ТАСС. 10 августа 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Russia to host 2018 FIFA World Cup. Официальный сайт ФИФА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-24.
  3. Стоимость стадиона в Калининграде к ЧМ-2018 составит 17,3 млрд рублей
  4. «Разноцветные волны и башни по углам»: «Мостовик» представил эскиз стадиона к ЧМ-2018 в Калининграде. Калининград.ру (06.03.2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2013-06-03.
  5. «Мостовик» привлечёт GMP Architekten к проектированию стадиона в Калининграде. Калининград.ру (06.03.2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2013-06-03.
  6. „«Мостовик» признан банкротом“. Новый Калининград. 02 Июня 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Правительство Российской Федерации. (01.04.2014) Распоряжение Правительства Российской Федерации от 28.03.2014 № 469-р. Официальный интернет-портал правовой информации.
  8. Власти региона заключили контракт на проектирование стадиона к ЧМ-2018. Новый Калининград (13 Февраля 2015).
  9. „Проект калининградского стадиона к ЧМ-2018 отправлен на госэкспертизу“. Новый Калининград. 10 Июня 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. Представлен макет стадиона к ЧМ-2018 в Калининграде. Россия2018.рф (20 июля 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-27. ციტირების თარიღი: 2021-01-21.