კალიკრატე (ბერძ. Καλλικράτης) — ძველი ბერძენი არქიტექტორი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვა|წელთაღრიცხვის V საუკუნეში. მუშაობდა ათენში მონაწილეობდა ათენის ეგრეთ წოდებულ გრძელი კედლების შექმნაში ( ძვ. წ. 457–445 წლებში) და აკროპოლისის კედლების აღმოსავლეთ ნაწილის გამაგრებაში. მისი აგებულია პართენონი (ძვ. წ. 447–438 წლებში, იქტინესთან ერთად) და ნიკე აპტეროსის პატარა იონიური ტაძარი (დამთავრდა ძვ. წ. 420 წელს) აკროპოლისზე.

კალიკრატე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი ძვ. წ. 470
დაბ. ადგილი ძველი ათენი
გარდ. თარიღი ძვ. წ. 420
გარდ. ადგილი ძველი ათენი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა ძველი ათენი
მნიშვნელოვანი პროექტები პართენონი

ლიტერატურა რედაქტირება