კალასტე
კალასტე (ესტ. Kallaste; 1923 წლამდე კრასნიე-გორი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტარტუმაას მაზრაში. მდებარეობს ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1938 წელს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კალასტე Kallaste | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
მაზრა | ტარტუმაა | ||||
კოორდინატები | 58°40′00″ ჩ. გ. 27°10′00″ ა. გ. / 58.66667° ჩ. გ. 27.16667° ა. გ. | ||||
ადრეული სახელები | კრასნიე-გორი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1938 | ||||
ფართობი | 2.27 კმ² | ||||
მოსახლეობა | 920[1] კაცი (2012) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +372 74 | ||||
საავტომობილო კოდი | T | ||||
ოფიციალური საიტი | kallaste.ee | ||||
ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ესტონური სიტყვისაგან kallas (ნაპირი). რუსულად კი 1923 წლამდე ეწოდებოდა კრასნიე-გორი (Красные горы).
1950-1959 წლებში კალასტეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
მოსახლეობა
რედაქტირება1897 | 1922 | 1934 | 1939 | 1940 | 1941 | 1959 | 1970 | 1979 | 1989 | 2000 | 2010 | 2012 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1354 | 1627 | 1605 | 1570 | 1616 | 1091 | 1668 | 1604 | 1431 | 1328 | 1195 | 1115 | 920 |
ეროვნული შემადგენლობა (2000): რუსები — 72,91 %, ესტონელები — 21,14 %.
კონფესიური შემადგენლობა (2000): მართლმადიდებლები — 17,55 %, ლუთერანები — 7,10 %, სხვა (ძირითადად სტაროვერი) — 36,21 %, ათეისტი — 39,15 %.