ინგილოთა მეტყველება განიყოფა ორ კილოდ: ალიაბათურად და კაკურად. (ამ კილოებზე მოლაპარაკეთ ხშირად ურთიერთგაგებინებაც კი უჭირთ). ერთიანი ეროვნული ენისაგან სრულმა მოწყვეტამ, სარწმუნოებრივმა სხვაობამ, სხვაენოვანი მოსახლეობის მოძალეობამ შედეგად ის იქონია, რომ არც ერთ სხვა ქართულ კილოს არ ახასიათებს კილოკავებად, თქმებად, ქცევებად ისეთი მრავალფეროვანი და მკვეთრი დანაწილება, როგორც ინგილოურს (ბ. ჯორბენაძე). კაკურ კილოზე მეტყველებენ კახის რაიონის 7 სოფელში: კახინგილო ანუ კაკი, ალათემური, მეშაბაში, ალიბეგლო, ქოთუქლო, თასმალო, ზაგამი.