კაკბის ბალახი, დრიადი (ლათ. Dryas) — მარადმწვანე გართხმული ბუჩქოვანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ათზე მეტი სახეობა გავრცელებულია არქტიკულ და სუბარქტიკულ რაიონებში, ჩრდილო ზომიერი სარტყლის მაღალმთიანეთში ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

საქართველოში ერთადერთი სახეობაა — კავკასიის ენდემი Dryas caucasica. კაკბის ბალახს იყენებენ „ალპური გორაკების“ მოსაწყობად.

ლიტერატურა რედაქტირება