ეთერზეთოვანი ვარდი

(გადამისამართდა გვერდიდან კაზანლიკური ვარდი)

ვარდი ეთერზეთოვანიმცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. გავრცელებული სახეობებია: დამასკურილათ. Rosa damascena, ფრანგულილათ. Rosa gallica და ასფურცელა — ლათ. Rosa centifolia. მრავალწლოვანი ეთერზეთოვანი ვარდის ბუჩქის სიმაღლე 1,5 -ზე მეტია. ღერო ეკლიანია, ფოთოლი რთული, კენტფრთისებრი, 5—7 ფოთოლაკიანი. ყვავილი ბუთხუზაა, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი, შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედად.

სამშობლოდ ირანს მიიჩნევენ. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კულტივირებულია სელექციური ჯიში — ყირიმის წითელი ვარდი, რომელიც მოჰყავთ ყირიმში, მოლდოვაში, კრასნოდარის მხარეში, სომხეთში. საქართველოში (თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, აბაშა, სენაკი და სხვა) უჭირავს 400-მდე ჰა (1975). ყვავილისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მწერველობასა და მედიცინაში.

ლიტერატურა რედაქტირება