კავკასიური წაბლა ჯიში

მსხვილი რქოსანი საქონლის კავკასიური წაბლა ჯიში — სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით შვიცურ და კოსტრომულ საქონელთან. ჯიში დამტკიცებულია 1960 წელს.

კავკასიური წაბლა ჯიშს მაგარი კონსტიტუცია და მკვრივი ძვლეული აქვს. ფერად წაბლაა. ცოცხალი მასა: კუროსი 700-900 კგ, ფურისა 400-450 კგ; წლიური მონაწველი 2500-3500 კგ (უდიდესი 8800 კგ), რძის ცხიმიანობა 3,9% (უდიდესი 5%-მდე), ნაკლავის გამოსავალი 50-55%. კავკასიური წაბლა ჯიში საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, კარგად ეგუება მაღალმთიან პირობებს.

ჯიშის შემდგომი სრულყოფისა და მოშენებისათვის უწინ არსებობდა სახელმწიფო ჯიშთსაშენი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში), დმანისის სამომშენებლო მეურნეობა, ციხისჯვრის სანაშენე საბჭოთა მეურნეობა და 30-მდე საკოლმეურნეო სანაშენე ფერმა ახალქალაქის, ნინოწმინდის, დმანისის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და სხვა მუნიციპალიტეტებში.

ლიტერატურა რედაქტირება