კავკაზსკოე კნიჟნოე ობოზრენიე
„კავკაზსკოე კნიჟნოე ობოზრენიე“ (რუს. „Кавказское книжное обозрение“) — ყოველთვიური ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1900 წელს რუსულ ენაზე. რედაქტორი-გამომცემელი — კ. ბეგიჩევი. ნახევარი წლის შემდეგ ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით „კავკაზსკოე კნიჟნოე ობოზრენიე“ აიკრძალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 299.