იჩქით გურგენისძე — XII-XIII საუკუნეების ქართველი დიდგვაროვანი ჯავახეთიდან, წუნდის მშენებელი და ვაჰანის ქვაბთა განმაახლებელი, თამარ მეფის თანამედროვე.

იჩქითი შესაძლოა ბეშთაშენის ვახტანგ ერისთავის წარწერიდან ცნობილ გურგენისძეთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. გურგენისძე მოხსენიებულია წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის და ვაჰანის ქვაბთა ორ წარწერაში, ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის 76-ე აღაპში (იჩქით გურგენისძის აღაპი 23 ნოემბერს იყო დადგენილი).

ლიტერატურა რედაქტირება