იყალთოს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს თავში, სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი გზის მ

იყალთოს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს თავში, სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. ჩუმათხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5,0 X 3,7 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ერთდერთი შესასვლელი დასავლეთის კედლის შუაშია. კარი თარაზულადაა გადახურული. გარედან, შესასვლელის ზედა ნაწილი, მოქცეულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში. აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. აფსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელი, გვერდებში კი - თითო, სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, დგას კედელზე მიყრდნობილი, ოთხკუთხა ტრაპეზი.

დარბაზი გეგმით თითქმის კვადრატულია (2,3 X 2,2 მ) განათებულია ორი მცირე, ბრტყლად გადახურული სარკმლით, სარკმელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში არის გაჭრილი ისე, რომ ორივე სარკმლის აღმოსავლეთ წირთხლი, აფსიდის შესაბამისს მხართან, ერთ სიბრტყეშია. დარბაზის კედლები სადაა - უპილასტრო, შიგნით ეკლესია გადახურილია ცილინდრული კამარით. გარედან, ეკლესიის კედლების ზედაპირი მოყვითალო ფერის ბათქაშითაა გასწორებული, რომელიც ქვებს შორის არსებულ არეებს ავსებს და საპირე ქვების დიდ ნაწილს ფარავს. მოგვიანებით, კედლები შეუთეთრებიათ. ფასადები დასრულებულია კვადრატული აგურის ოთხსაფეხხურიანი ლავგარდნით, რომელიც ხერხულა და ჩვეულებირვი წყობის მონაცვლეობითაა გამოყვანილი. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება