იფქლი — ქართული პურ-ფუნთუშეულის კომპანია. დაარსდა 1993 წელს. მათი მისიაა ჯანსაღი და გემრიელი პურ-ფუნთუშეულის წარმოება. დღესდღეობით „იფქლი“ 40-მდე სახეობის საკონდიტრო ნაწარმს და 35-მდე სახეობის პურს აწარმოებს.

კომპანიის სახელწოდება მოდის ძველქართულიდან, რომლის მიხედვითაც იფქლი ქართულ საშემოდგომო ხორბლის ჯიშს ჰქვია.

„იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულით თბილისის თითქმის ყველა მაღაზიას ამარაგებს თავისი დისტრიბუციის ხაზით. პროდუქცია ასევე გააქვთ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მცხეთა, რუსთავი და გორი.

კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანიამ 2013 და 2014 წარმატებული წლებისათვის ჯილდო „გოლდენ ბრენდი“ მიიღო, როგორც საუკეთესო პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა კომპანიამ. „იფქლი“ 2011-2014 და 2015-2018 წლების განმავლობაში „ხარისხის ნიშნის“ მფლობელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება