Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
იუ, ხოლო სახელი — გვან სუნი.

იუ გვან სუნი (კორ. 유관순, დ. 16 დეკემბერი, 1902 - გ. 28 სექტემბერი, 1920[2]) — კორეის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, სამხრეთ ჩუნჩგონგის პროვინციაში კორეაში იაპონური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული პირველი მარტის მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სიმბოლო.

იუ გვან სუნი
Ryu Gwan-sun.jpg
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1902(1902-12-16)[1]
დაბადების ადგილი Cheonan, კორეის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 1920(1920-09-28) (17 წლის)
გარდაცვალების ადგილი Seodaemun Prison, სეული, კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ
მოქალაქეობა კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ
განათლება Ewha Womans University

კორეის დამოუკიდებლობისა და იაპონური კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის იაპონურმა კოლონიალურმა ადმინისტრაციამ იუ გვან სუნი დააპატიმრა. ციხეში ის აგრძელებდა კორეის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და კორეის დამოუკიდებლობის ლოზუნგს - „დიდება კორეას! გაუმარჯობს“ (კორ. 대한 독립! 만세) სკანდირებდა. გარდაიცვალა ციხეში, 18 წლის ასაკში, სასტიკი წამების შედეგად. თანამედროვე კორეაში იგი ცნობილია, როგორც „კორეელი ჟანა დ'არკი“.[3] იუ გვან სუნი გახდა კორეის დამოუკიდებლობისა და იაპონიისგან განთავისუფლების მთავარი სიმბოლო.[4] კორეის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მის მშობლიურ პროვინციაში იუ გვან სუნის ხსოვნის პატივსაცემად აშენდა მცირე სალოცავი. [5][6]

სქოლიორედაქტირება

  1. http://www.korea.net/NewsFocus/Culture/view?articleId=129568
  2. Korea via stamps: patriotic girl Ryu Gwan-sun, korea.net
  3. „Korea's Joan of Arc latest figure in East Asia's colonial propaganda war“. The National. 2014-11-24. ციტირების თარიღი: 2019-10-11.
  4. McMurray, Nathan. Society: The March 1st Independence Movement and its big sister. 10 Magazine. ციტირების თარიღი: 2015-05-05.[მკვდარი ბმული]
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ko. ციტირების თარიღი: 2019-10-11.
  6. „South Korea Independence Day: Nation Marks 66th Anniversary Of Liberation From Japan (Photos)“. HuffPost. 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2019-10-11.