იუსუფ III

(გადამისამართდა გვერდიდან იუსუფ ფაშა III)
ტერმინს „იუსუფ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იუსუფ.

იუსუფ III ჯაყელი — ახალციხის ფაშა 1737-1744 წლებში. ისაყ I-ის ძე. საფაშო ტახტზე ავიდა მამის სიცოცხლეშივე. ცდილობდა საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ბრძოლაში ჩაება დაღესტნელი ფეოდალები და ოსმალეთის გავლენა აღედგინა ქართლში.[1] დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო აჭარაში.[1] 1744 წელს დიდი ხაზინითა და ჯარით დაიძრა ახალციხიდან ქართლის აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. გორსა და რუიის შორის ბრძოლაში გივი ამილახვართან ერთად დაამარცხა თეიმურაზ II და თბილისის ყიზილბაში ხანი, მაგრამ ვერ შეძლო გორის ციხის აღება. ამის შემდეგ ლეკთა ბელად მალაჩის დაავალა ლეკების რაზმის შეკრება და ამისთვის მისცა თანხა, თუმცა მალაჩი და მისი რაზმი ერეკლე II-მ დაამარცხა საგურამოსთან. ამ ამბის გაგების შემდეგ იუსუფ III უკან გაბრუნდა. აწყურში ყოფნის დროს მისმა დის ქმარმა, ახალქალაქის სანჯაყ ბეგმა სოლოღა ფირაღისშვილმა მოწამლა[1] და ტახტს კვლავ მამამისი დაუბრუნდა.

იუსუფ III
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1737
მმართ. დასასრული: 1744
წინამორბედი: ისაყ I
მემკვიდრე: ისაყ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1744
შვილები: იბრაჰიმ-ფაშა
დინასტია: ჯაყელები
მამა: ისაყ I
რელიგია: სუნიტური ისლამი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 283.
  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
  1. 1.0 1.1 1.2 მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L, გვ. 327. ISBN 978-9941-19-586-0.