იური დიმიტრის ძე ვარდიმიადი (დ. 1 იანვარი, 1925, დრანდა, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 7 ივნისი, 1956) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა სოხუმის „დინამოს“, ლენინგრადის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953) და ბრინჯაოს პრიზიორი (1950) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1950).[1][2]

იური ვარდიმიადი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იური დიმიტრის ძე ვარდიმიადი
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1925
დაბადების
ადგილი
დრანდა,
გულრიფშის რ-ნი,
აფხაზეთის სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
2 ივნისი, 1956 (31 წლის)
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1940 სკ სოხუმი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1942–1948 დინამო ს.
1949 დინამო ლ. 24 (8)
1950–1955 დინამო თბ. 85 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო სოხუმის ახალგაზრდულ გუნდში. სოხუმის „დინამოს“ შემადგენლობაში გაიმარჯვა საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში. 1949 წლის საფეხბურთო სეზონი ლენინგრადის „დინამოში“ გაატარა, სადაც კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მის რიგებში უმაღლესი ლიგის 24 შეხვედრაში ითამაშა და 8 ბურთი გაიტანა.

1950 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. თბილისელთა რიგებში ექვსი სეზონი გაატარა. გუნდთან ერთად 1950 წელს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1951 და 1953 წლებში საკავშირო ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[3] ამას გარდა, თბილისელთა მაისურით 7 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.[4]

ერთ-ერთი ასეთი მატჩი, 1951 წლის 16 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ პოლონური ტურნეს ფარგლებში, კრაკოვში გაიმართა, სადაც „დინამო“ ადგილობრივ „გვარდიას“ დაუპირისპირდა. დინამოელები ასეთი შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჯოჯუა, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე და ჭკუასელი. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დამთავრდა. გოლები პოლონელთა კარში ავთანდილ ჭკუასელმა, იური ვარდიმიადიმ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს.[5]

საერთო ჯამში მან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 85 მატჩი (21 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 7 მატჩი ჩაატარა.[6]

იგი 1956 წლის 7 ივნისს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიღწევები რედაქტირება

 
გაზ. „ლელო“, 12 ოქტომბერი, 1951

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1951, 1953
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1950

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ბიოგრაფიული ლექსიკონი

სქოლიო რედაქტირება

  1. იური ვარდიმიადი — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2021-10-16 საიტზე Wayback Machine. . თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Вардимиади, Юрий Дмитриевич — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
  2. Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. Справочник знакомит читателей с предстоящим футбольным сезоном 1950 года, а также расскажет о прошедшем сезоне 1949 года, других футбольных событиях в СССР. Гранаткин В.А., Ильин С.В. (сост.). - М.: "Физкультура и спорт", 1950. — გვ. 36. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2021.
  3. მერაბ მამულაშვილი (30 დეკემბერი, 2013). როგორ წაართვეს თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობა. დღემდე ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები ჰყვებიან, თუ როგორ წაართვეს 1953 წელს "დინამოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა. 4 სექტემბერს თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ მატჩმა, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, მოვლენები 180 გრადუსით შემოატრიალა. შეხვედრას სჯიდა ლენინგრადელ მსაჯთა ბრიგადა, პიოტრ ბელოვის მეთაურობით. თამაში საკმაოდ ხისტი და უხეში გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა — 0–1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ "დინამოს" უპირატესობა სოლიდური გახადა — 0–2. ვალენტინ ივანოვმა კი 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და „დინამომ“ 2–1 გაიმარჯვა. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
  4. ფეხბურთი 1975 : ცნობარი–კალენდარი. შემდგ.: გ. აკოფოვი; საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1975. — გვ. 42; გვ. 44. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2021.
  5. 16 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში. 1951 — თბილისის „დინამომ“ პოლონური ტურნეს მსვლელობისას კრაკოვში, ადგილობრივ „გვარდიას“ 3–0 მოუგო. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, იური ვარდიმიადიმ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. „დინამო“: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჯოჯუა, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2021.
  6. იური ვარდიმიადის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Вардимиади Юрий (Георгий) Дмитриевич — Родился: 1925, с. Дранда, Гулрыпшский р-н, Абхазия ССР, Грузинская ССР, ЗСФСР. Умер: 07.06.1956 (в 31 год). Амплуа: нападающий. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2021.