იური ბურკაძე (დ. 27 აგვისტო, 1946, სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი) — ქართველი მეცნიერი, კიბერნეტიკოსი, პოლიტიკოსი.

იური ბურკაძე
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1946 (1946-08-27) (77 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. ტობანიერი, ვანის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკა-ინფორმატიკის ფაკულტეტი. 1969-1985 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ვანის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მეცნიერებისა და განათლების კომისიის, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება