იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთშიუზბეკეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში.

2016 წლის მონაცემებით უზბეკეთში მსოფლიო მემკვიდრეობის 5 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია . ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,5 %. 5 ძეგლიდან მხოლოდ ერთია (დასავლეთი ტიან-შანი) ბუნების ძეგლი, ხოლო დანარჩენი ოთხი კი კულტურული კრიტერიუმებით მოხვდა იუნესკოს სიაში.

უზბეკეთმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1993 წლის 13 იანვარს[1]. უზბეკეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი (იჩან-ყალა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1990 წელს.

ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.

# სურათი სახელწოდება მდებარეობა დაარსების თარიღი სიაში შეტანის წელი კრიტერიუმები
1   იჩან-ყალა ოლქი:
ხორეზმი
XIV საუკუნე 1990 № 543 iii, iv, v
2   ქალაქ ბუხარის ისტორიული ცენტრი ოლქი:
ბუხარა
XII — XVI საუკუნეები 1993 № 602 ii, iv, vi
3   შაჰრისაბზის ისტორიული ცენტრი ოლქი: კაშკადარიო XV — XVI საუკუნეები 2000 № 885 iii, iv
4   სამარყანდი — კულტურების გზაჯვარედინი ოლქი:
სამარყანდი
XIV — XV საუკუნეები 2001 № 603 i, ii, iv
5   დასავლეთი ტიანშანი 2016 № 1490 x

ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა

რედაქტირება
 
 
ბუხარის ისტორიული ცენტრი
 
შაჰრისაბზის ისტორიული ცენტრი
 
სამარყანდი - კულტურების გზაჯვარედინი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება