იტალიური ბრაკი (იტალ. Bracco italiano) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში XVIII საუკუნეში.

იტალიური ბრაკი
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა მამრი 33-40 კგ.
მდედრი 25-33 კგ.
სიმაღლე მამრი 60-67 სმ.
მდედრი 56-60 სმ.
ბეწვი თეთრი,თეთრი ნარინჯისფრით,თეთრი წაბლისფრით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამ თავისებური ძაღლის სამშობლო იტალიური პროვინციები პიემონტი და ლომბარდიაა. ზოგი ფიქრობს, რომ იტალიური ბრაკი სუჯენოსა და ძველი აზიური მასტიფის ნაჯვარია, ზოგიც - რომ წმინდა ჰუბერტის ძაღლის შთამომავალია. აღორძინების ხანაში ძალიან "მოდურმა", ენერგიულმა, თუმცა ოდნავ ჯიუტმა იტალიურმა ბრაკმა, შემდგომში თანდათან დაკარგა პოპულარობა. ცოტა ხნის წინ მას კვლავ მიაციეს ყურადღება - ჯერ იტალიელებმა, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებმა.

დღესდღეობით ეს ძლიერი, პროპორციული აღნაგობის მქონე ძაღლი ყველა ევროპული გამოფენის მონაწილეა, სერიოზული, კომპანიონია. ნადირობისას ის ენერგიული და მამაცი მონადირეა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს კვალზე და ერთნაირად კარგად მოავს ნანადირევი ხმელეთზე და წყალში.

ის ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სიცხეს და სიცივეს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, ან თეთრი ნარინჯისფრით და თეთრი წაბლისფრით. ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. იტალიურ ბრაკს აქვს ღია ფერის თვალები, გრძელი ყურები, დაკუნთული სხეული დაფარულია მოკლე, ხშირი, რბილი ბალნით. წინა ფეხები სწორი და მაგარია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: