იტალიკა (ესპ. Itálica) — რომაული ქალაქი. მდებარეობდა თანამედროვე სანტიპონსიდან ჩრდილოეთით 9 კმ-ზე, ესპანეთის ქალაქ სევილიაში. იტალიკა დაარსებულია ძვ. წ. 206 წელს რომის გენერლის პუბლუის სციპიონ აფრიკელის მიერ ილიპასთან ბრძოლაში დაჭრილი რომაელი ჯარისკაცების დასასახლებლად, სადაც იმჟამად კართაგენელები იყვნენ გამაგრებულნი — მეორე პუნიკური ომის დროს.

ამფითეატრის ორმო
II საუკუნე; ვენერას ქანდაკება, აღმოჩენილი 1940 წელს თეატრთან ახლოს (ინახება Museo Arqueológico-ში. სევილია

იტალიკა რომის იმპერატორის ტრაიანეს დაბადების ადგილია.

ზოგადი ცნობები რედაქტირება

  • იტალიკის ამფითეატრი 25 000 მაყურებელს იტევდა და იმპერიაში მესამე იყო სიდიდით.
  • ქალაქის რომაული მოსახლეობა იმხანად 8000 იყო.
  • ადგილობრივი არისტოკრატიის მიერ დაარსებული თამაშებისა და წარმოდგენების ტრადიცია იტალიკის დიდ გავლენაზე მეტყველებდა, რაც მისი მმართველი ელიტის ძალაუფლებით იყო გამოწვეული არა მხოლოდ იტალიკაში, არამედ, ქალაქკოლონიის საზღვრებს გარეთაც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: