ისროლისხევის მაცხოვრის ეკლესია

ისროლისხევის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ისროლისხევში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. სწორკუთხა გეგმის დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთით, კოლოფა საკურთ-ხევლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით მოთავსებულია სწორკუთხა ნიშა. სფერულ კონქზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხდება. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი მიშენებულია კიდევ ერთი ტრაპეზის ქვა. ეკლესიის ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები კრონშტეინებს ეყ-რდნობა. შემორჩენილია კამარის და თაღების ქვედა წყობა. კონსტრუქციული ნაწილებისათვის გამოყენებულია ქართული აგური.

დარბაზი ნათდება სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. ჩრდილოეთის შესასვლელი არქიტრავულია. შესასვლელის თავზე ღრმა ნიშაა. კამარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კედლები დაბზარულია. იატაკი ამოვსებულია მიწით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 125126