ისროლისხევის კოშკი
ისროლისხევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ისროლისხევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია.
ოთხკუთხა კოშკისაგან შემორჩენილია ორი სართული. პირველი სართულის დასავლეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი. შესასვლელის თავზე მეორე სართულის დონეზე ვიწრო სარკმელია. სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთ-ხა, ფართო სარკმელი და ერთი ნიშია მოთავსებული. ჩრდილოეთ კედელში კი სა-მი, სხვადასხვა ზომის, სწორკუთხა ნიშაა. ნაწილობრივ არის შემორჩენილი მეორე სართულის კედლები. კოშკი ამოვსებუ-ლია ჩამონაშალი ქვით. ძეგლზე ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 126-127