ისლანდიის დეპრესია

ისლანდიის დეპრესია, ისლანდიის მინიმუმი — დაბალი ატმოსფერული წნევის არე ატლანტის ოკეანის ჩრდილო ნაწილში — კუნძულ ისლანდიის მახლობლად; მნიშვნელოვანი ატმოსფეროს მოქმედების ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ზამთარში, როცა წნევა დეპრესიის ცენტრში 996 მბარ-ზე ნაკლებია. ისლანდიის დეპრესიის სამხრეთ კიდეზე მიწისპირა ჰაერი ატლანტის ოკეანიდან ევროპის ტერიტორიაზე გადადის და ზოგჯერ კავკასიამდეც აღწევს. ცივი ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად დასავლეთ საქართველოში მოდის თავსხმური ნალექები, შავ ზღვაზე იწყება შტორმი.

ისლანდიის დეპრესია 2003 წლის 4 სექტემბერს

ლიტერატურა რედაქტირება