ისლამი — მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგია რუსეთში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით,[2] მუსლიმების საერთო რაოდენობა 14 220 000-ს ანუ მთელი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. თუმცა, რუსეთის ორ ფედერალურ სუბიექტში (ჩეჩნეთი და ინგუშეთი), სადაც მუსლიმები უმრავლესობას წარმოადგენენ, არსებული სოციალური არეულობის გამო შეუძლებელია მუსლიმთა ზუსტი რაოდენობის დადგენა და შესაბამისად მონაცემები შესაძლოა განსხვავებული იყოს. მუსლიმთა შორის 6 700 000, ანუ მთელი მოსახლეობის 4,6% არ მიეკუთვნება არცერთ ისლამურ სკოლას ან მის განხრას.

მუსლიმანური ობლასტები რუსეთში
ქოლშარიფის მეჩეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუნიტური მეჩეთი რუსეთში
ნურდ-კამალის მეჩეთი ნორლისკში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მეჩეთია მსოფლიოში[1]

კანონითა და რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მიერ ისლამი აღიარებულია ერთ-ერთ ტრადიციულ რელიგიად და ითვლება რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.[3]

ისლამის ისტორია რუსეთში რედაქტირება

მეშვიდე საუკუნეში, მუსლიმთა მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ, ამ რელიგიამ დაიწყო გავრცელება კავკასიაში, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ნაწილი გახდა. პირველი კავკასიელი მუსლიმები დაღესტანში მცხოვრები ერები გახდნენ.[4] საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის მიუხედავად, მუსლიმთა გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა უფლება მოელოცა მექა.

დემოგრაფია რედაქტირება

მუსლიმ რუსთა უმრავლესობა სუნიტია, 10%-ს ანუ 2 მილიონზე მეტს შეადგენენ შიიტები. მუსლიმთა ძირითადი დასახლების არეალია ჩეჩნეთი და დაღესტანი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Arctic mosque stays open but Muslim numbers shrink (15 April 2007).
  2. RUSSIA 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT.
  3. Bell, I (2002). Eastern Europe, Russia and Central Asia. ISBN 978-1-85743-137-7. ციტირების თარიღი: 2007-12-27. 
  4. Shireen Tahmasseb Hunter, Jeffrey L. Thomas, Alexander Melikishvili, "Islam in Russia", M.E. Sharpe, Apr 1, 2004, ISBN 0-7656-1282-8