ისარი (ტელესერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან ისარი (სერიალი))

ისარი (ინგლ. Arrow) — ამერიკული სერიალი, რომელიც მწერლებმა და პროდიუსერებმა გრეგ ბერლანტიმ, მარკ გუგენჰაიმმა და ენდრიუ კრისბერგმა შეიმუშავეს. სერიალი დაფუძნებულია DC კომიქსების გმირ მწვანე ისარზე, კოსტიუმირებულ მებრძოლზე, რომელიც კრიმინალს უწევს წინააღმდეგობას. გმირის შემქმნელები მორტ უაიზინგერი და ჯორჯ პეპი არიან. სერიალის პრემიერა ჩრდილოეთ ამერიკაში 2012 წლის 10 ოქტომბერს შედგა ამერიკულ სატელევიზიო არხზე The CW, საერთაშორისო სატელევიზიო ეთერში კი 2012 წლის მიწურულს გამოჩნდა. გადაღებები, ძირითადად, ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში მიმდინარეობს. სერიალი ასახავს მილიონერი პლეიბოის ოლივერ ქუინის (სტივენ ამელი) ამბავს, რომელმიც უკაცრიელ კუნძულზე გატარებული 5 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში, სთარლინგ-სითიში ბრუნდება. ის ბრძოლას იწყებს კრიმინალთან და კორუფციასთან, როგორც საიდუმლო ვიჯილანტე და ბრძოლის იარაღად მშვილდ-ისარს ირჩევს. კომიქსისგან განსხვავებით, სერიალში ქუინი მეტსახელ „მწვანე ისარს“ მეოთხე სეზონამდე არ იყენებს.

ისარი
ჟანრი სუპერგმირული ნაწარმოები, დრამა, მოქმედებითი, დეტექტიური
ეფუძნება DC კომიქსების გმირებს‎
შეიმუშავა
  • გრეგ ბერლანტიმ
  • მარკ გუგენჰაიმმა
  • ენდრიუ კრისბერგმა
მონაწილეობენ
  • სტივენ ამელი
  • კეიტი კესიდი
  • კოლინ დონელი
  • დევიდ რემსი
  • უილა ჰოლენდი
  • სუზანა ტომპსონი
  • პოლ ბლექთორნი
  • ემილი ბეტ რიკარდსი
  • კოლტონ ჰეინესი
  • მანუ ბენეტი
  • ჯონ ბეროუმენი
კომპოზიტორ(ებ)ი
  • ბლეიქ ნილი
ქვეყანა
  • აშშ
ენა
  • ინგლისური
სეზონი 4
სერია 87
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • დევიდ ნათერი
  • სარა შექთერი
  • ვენდი მერიქლი
  • ენდრიუ კრისბერგი
  • მარკ გუგენჰაიმი
  • გრეგ ბერლანტი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ჯ.პ. ფლინი
  • ვენდი მერიქლი
  • ტოდ პიტსონი
  • ბენ სოკოლოვსკი
  • კეტო შიმიზუ
  • გლენ უინტერი
მონტაჟი
  • კრისტენ უინდელი
  • ენდი არმაგანიანი
  • პოლ კარასიკი
  • ჯესი მიურეი
ადგილ(ებ)ი ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია
ხანგრძლივობა 40–43 წთ.
ეთერში 10 ოქტომბერი, 2012 (2012-10-10) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება