ისაბელა დამლა გიუვენილირი
ისაბელა დამლა გიუვენილირი (თურქ. Isabella Damla Güvenilir; დ. 18 იანვარი 2009, ნიუ-იორკი, აშშ) — თურქი მსახიობი. თურქეთში ვიზიტისას მისმა ოჯახმა გაიგო, რომ გოგონა დამტკიცებულია თურქული ტელეარხ 7-ის მიერ ახალ სატელევიზიო პროექტში „Elif / ელიფი“ მთავარ როლზე. როცა სერიალის გადაღებები დაიწყეს, ისაბელა 4 წლის იყო. ის ძალიან პოპულარული გახდა თურქეთში სერიალ „ელიფის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ. დღემდე ურთიერთობს ემრე კივილჩიმთან, სელინ სეზგინთან და გულჩინ ტუნჩოკთან.
ისაბელა დამლა გიუვენილირი Isabella Damla Güvenilir | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 იანვარი, 2009 ნიუ-იორკი აშშ |
ეროვნება | თურქი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა |
მსახიობი |
აქტიური | 2014-დან დღემდე |
სერიალი პოპულარულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ინდონეზიაში, სადაც 2015 წლის აგვისტოში თავის მეგობრებთან ერთად იყო მიწვეული ინდონეზიის ერთ-ერთ პოპულარულ ტელეპროგრამაში.
ისაბელა ამჟამად, სტამბოლში ცხოვრობს და სკოლაში სწავლითაა დაკავებული.
საპნის ოპერები
რედაქტირება- ელიფი (სეზონი 1) (2014 - 2015)
- ელიფი (სეზონი 2) (2015 - 2016)
- ელიფი (სეზონი 3) (2016 - 2017)