ირმულასებრნი (Tragulidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსანთა რიგისა. სხვა მცოხნელებისაგან განსხვავებით, კუჭში წიგნარა არ გააჩნიათ, მათი სხეულის სიგრძე 45—100 სმ აღწევს, მასა 2—15 კგ. რქები არა აქვთ.

ირმულასებრნი
Tragulus javanicus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tragulidae

ცნობილია ირმულასებრთა 2 გვარი: აფრიკული ირმულა (Hyemoschus) ერთი სახეობით და აზიური ირმულა ანუ კანჩილი (Tragulus). გავრცელებული არიან ტროპიკულ აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დიდი ზონდის კუნძულების ტენიან ტყეებში. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგჯერ მწერებსაც ჭამენ.

ლიტერატურარედაქტირება