ირმის ნახტომი (განათლება)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ირმის ნახტომისაქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა საქართველოს საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში. პროგრამა 2005 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს 4 წლის მანძილზე საქართველოს ყველა სკოლას უზრუნველყოფას კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-კავშირით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებას მთელ სასწავლო პროცესში, სხვადასხვა საგნების სწავლებაში. პროექტის ბოლოსთვის საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეების 100% და პედაგოგების 70%-ზე მეტი დაეუფლება ძირითად კომპიუტერულ ჩვევებს, შეიქმნება ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამები, განხორციელდება ახალი სასკოლო პროექტები.

სასკოლო რეფორმასთან ერთად ამ პროგრამის შედეგად საქართველოს თითოეული ქალაქი თუ სოფელი ჩაერთვება საკომუნიკაციო ქსელში, სადაც სკოლა იტვირთებს სათემო ცენტრის მნიშვნელოვან ფუნქციებს. შეიქმნება მასწავლებელთა პორტალი და ქვეყნის ყველა კუთხიდან მასწავლებლებს ექნებათ პროფესიული გამოცდილების გაზიარების საშუალება. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის ახალი კავშირების გაბმას ათასობით სკოლას შორის, საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს შორის და, ამგვარად, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება