ირინა ბეგიზოვა

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათ

ირინა ბეგიზოვა (დ. 26 ივლისი, 1947 — გ. 14 იანვარი, 2004) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994).

ირინა ბეგიზოვა
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1947(1947-07-26)
გარდ. თარიღი 14 იანვარი, 2004(2004-01-14) (56 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და თბილისის სამხატვრო აკადემია

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი, 1979 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1980-2004 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წერდა წერილებს ქართული ანიმაციური კინოს პრობლემების, ტენდენციების და პერსპექტივების შესახებ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მსოფლიო ანიმაციური კინოს ტენდენციები“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ხელოვნებათა ურთიერთგავლენა ანიმაციური ფილმების სახეობრივ სტრუქტურაში“, დაიცვა 1994 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება