ირენ კონდაჩი (მალტ. Irene Condachi;დ. 7 ივნისი, 1899 — გ. 3 სექტემბერი, 1970) — მალტელი ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მომუშავე ორი ქალი ექიმიდან ერთ-ერთი. სასკოლო სამედიცინო სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი,  სამთავრობო სკოლის სამედიცინო ოფიცერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სკოლებში მუნის აღმოსაფხვრელად.[1]

ირენ კონდაჩი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1899
ვალეტა, მალტა
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 1970 (71 წლის)
პიეტა, მალტა
მოქალაქეობა მალტის დროშა მალტა
პროფესია ექიმი
აქტიური 1928–1959

ბიოგრაფია რედაქტირება

ირენ კონდაჩი დაიბადა ვალეტაში 1899 წლის 7 ივნისს. მისი ოჯახი საბერძნეთის კუნძულიდან ახალი ემიგრირებული იყო. მამა, კონსტანტინე კონდაჩი, ვაჭარი გახლდათ. გოგონა აღიზარდა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტრადიციებზე, რომელიც უფრო ტოლერანტული იყო სახლის გარეთ დასაქმებული ქალების მიმართ. 1916 წელს შევიდა მალტის უნივერსიტეტში, სადაც ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვა. ათი წლის შემდეგ მან  სამედიცინო ხარისხი ნეაპოლის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ სწავლა გააგრძელა პავიას უნივერსიტეტში და  1928 წელს დაასრულა პედიატრის სპეციალობით.

კარიერა რედაქტირება

სწავლის დამთავრების შემდეგ ირენ კონდაჩი მალტაზე დაბრუნდა, სადაც  ვალეტაში, მალტის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის პროფესორის ჯოზეფ ელულის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 1938 წელს იგი დაიქირავეს სამედიცინო ოფიცერად სამთავრობო სკოლაში და დასახლდა ვია ლუსიოზე, სლიმაში. ომის დაწყებისთანავე, ბევრი მამაკაცი შეუერთდა მებრძოლთა რიგებს, ქალები უფრო მეტად ჩაერთნენ კუნძულის დაცვაში. ოფთალმოლოგთან და სტომატოლოგთან ერთად კონდაჩი ემსახურებოდა სკოლებს. სატრანსპორტო საშუალების არარსებობის გამო, ის ფეხით გაემგზავრა კუნძულის სხვადასხვა სკოლების მოსანახულებლად, 1941-დან 1942 წლამდე 20000-ზე მეტი სკოლის მოსწავლისთვის იმუნიზაციისა და სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. იგი გახლდათ პასუხისმგებელი საჯარო სკოლებში მუნის აღმოფხვრაზე ზეთის შემცველი მალამოებით. [2]

ირენ კონდაჩის რთულ და სახიფათო პირობებში უწევდა მუშაობა, ვინაიდან 1941 წელს საჯარო სკოლები გადაკეთდა საავადმყოფოებად და ლტოლვილთა ცენტრებად. კორმის სამთავრობო სკოლაში საავადმყოფოს მონიტორინგის დროს დაწესებულება დაიბომბა და კონდაჩიმ, მისმა თანამშრომლებმა, ლტოლვილებმა და სტუდენტებმა ძლივს მოახერხეს  გოგონათა სკოლის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა თავშესაფარში გაქცევა. მეორე მსოფლიო ომის დროს მალტაზე მხოლოდ ორი პრაქტიკოსი ქალი ექიმი იყო და კონდაჩი მათგან ერთ-ერთი გახლდათ. მან განაგრძო მუშაობა განათლების სამინისტროში სამედიცინო ოფიცრად 1959 წლამდე. ის თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი იყო საჯარო სამსახურში.

გარდაცვალება და ხსოვნა რედაქტირება

ირენ კონდაჩი გარდაიცვალა 1970 წელს. 2014 წელს საიმონ კუზენსმა დაასრულა სამაგისტრო დისერტაცია „პირველი აკადემიური ნაშრომი“ მალტელი ქალების ისტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. კვლევის დროს მან აღმოაჩინა კონდაჩის ისტორია, რომელიც 2016 წლის სახელმძღვანელოში უნდა შესულიყო.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Camilleri, Patricia (2018-10-11). "The Rise and Rise of the Female Graduate:Some milestones in tertiary education forwomen in Malta" . web.archive.org. Miġbur 2021-03-04.
  2. "How women ran Malta during World War II - timesofmalta.com". web.archive.org. 2016-06-23. Miġbur 2021-03-04.